Colliers Georgia 2023 წლის პირველი ნახევრის ბათუმის საცხოვრებელი უძრავი ქონების ბაზრის განახლებულ მიმოხილვას აქვეყნებს.
Recov.ge-ზე გამოქვეყნებული მონაცემებით, მიმდინარე წლის იანვარ-ივნისის განმავლობაში, ბათუმში სულ 8,160 ბინა გაიყიდა, რაც გასული წლის პირველ ნახევართან შედარებით 9%-ით მეტია. ამ პერიოდისთვის ბაზრის ზომა 18%-ით გაიზარდა და 361 მილიონი დოლარი შეადგინა.
ბინების სეგმენტის მიხედვით, ბათუმში 2023 წლის პირველ ნახევარში ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინების ტრანზაქციების რაოდენობა, მნიშვნელოვნად – 81%-ით, მედიუმ ტრანზაქციების რაოდენობა მხოლოდ 2%-ით გაიზარდა, ეკონომ სეგმენტში კი 3%-იანი კლება ფიქსირდება. ამასთან, ახალაშენებული ბინების გაყიდვები წლის პირველი ექვსი თვის განმავლობაში 11%-ით გაიზარდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 3%-იანი კლება დაფიქსირდა.
რაც შეეხება ფასს, Colliers Georgia-ს მონაცემებით, ბათუმში ამ პერიოდისთვის ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 920 დოლარი შეადგინა, ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 13%-ით, 735 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ხოლო, რაც შეეხება ზღვისპირა ქალაქში საცხოვრებელი ბინების ბაზრის ივნისის მაჩვენებელს, განახლებული მონაცემებით, ზაფხულის პირველ თვეს ბათუმში საცხოვრებელი ბინების გაყიდვები წლიურად 16%-ით, 1,295 ერთეულამდე შემცირდა, ბაზრის ზომა კი 10%-ით 59 მილიონი დოლარამდე შემცირდა.
ივნისში, 31%-ით გაიზარდა ახალაშენებული პრემიუმ სეგმენტის ბინებზე მოთხოვნა. მედიუმ და ეკონომ სეგმენტებში კი გაყიდვების მაჩვენებლის 21% და 22%-იანი კლება დაფიქსირდა.
ამავე პერიოდში, ბათუმში ახალაშენებული ბინების ტრანზაქციების რაოდენობა 12%-ით შემცირდა, ძველი ბინების შემთხვევაში კი 39%-იანი კლება დაფიქსირდა.
ბათუმში მხოლოდ ივნისში ახალაშენებული ბინების საშუალო შეწონილი ფასი 20%-ით გაიზარდა და კვ.მ-ზე 983 აშშ დოლარი შეადგინა. ძველი ბინების შემთხვევაში კი მაჩვენებელი 23%-ით, 827 აშშ დოლარამდე გაიზარდა.
ლოვის დღეებთან დაკავშირებით საქართველოს პრეზიდენტის სასახლეზე სახელმწიფო დროშა დაეშვა. სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსის, ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია…
საქართველო კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს ხვალ, სამების საპატრიარქო ტაძარში დაასვენებენ. ამის შესახებ, საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელმა, დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ განაცხადა. “დეტალები ძალიან ბევრია…
საქართველოში გლოვა გამოცხადდა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს მთავრობის განკარგულებით, საქართველოს პატრიარქის გარდაცვალების გამო, ქვეყნის მასშტაბით ადმინისტრაციულ შენობებზე სახელმწიფო დროშები დაეშვება. 93…