საქართველოში ბენზინის საწვავი 10-15 თეთრით გაძვირდა, ხოლო დიზელის საწვავი 15-20 თეთრით გაიაფდა, – ამის შესახებ „ვისოლისა“ და „სმარტის“ გენერალურმა დირექტორმა ვასილ ხორავამ BMG-ის განუცხადა.
„ბოლო პერიოდში 10-15 თეთრით გაიზარდა ბენზინის საწვავზე ფასები და დაახლოებით 15-20 თეთრით შემცირდა დიზელის საწვავზე. ხვალ როგორ შეიცვლება, ამას ვერ გეტყვით, მაგრამ ის ტრენდი, რაც შესაძენი პროდუქტის ფასის გაზრდას გულისხმობს, შემდგომ პერიოდზე აისახება. პროდუქტის იმპორტი ხორციელდება როგორც ევროპიდან, ისე რუსეთიდან“, – თქვა ხორავამ.
ის ამბობს, რომ გამომდინარე იმპორტირებული საწვავის გაძვირებიდან, ბენზინზე ფასები, სავარაუდოდ, კიდევ მოიმატებს.
„ბოლო ორი თვის მანძილზე ბაზარზე, ტრენდი იყო ასეთი – დიზელის პროდუქტზე ფასი მცირდება და ბენზინის პროდუქტზე იზრდება. ეს ტრენდი განგრძობადი იქნება ივლისის ბოლოს – აგვისტოს დასაწყისში, ამის თქმის საშუალებას გვაძლევს მომატებული ფასები: $900-იან ნიშნულს გადასცდა ცალკე ბენზინის პლაცი და $800-იან ნიშნულზე არის დიზელის პლაცი, რომელიც ბუნებრივად გადაანგარიშებით, ივლის-აგვისტოს იმპორტებში აისახება ზრდის კუთხით“, – განაცხადა ხორავამ.
მისი თქმით, ზრდის ტრენდს მომხმარებელი, სავარაუდოდ, უფრო იგრძნობს ბენზინის პროდუქტებზე, ვიდრე დიზელზე. „დიზელის თვალსაზრისით არსებობს საშუალება, რომ ეს ტრენდი შენარჩუნებული იყოს და ფასი არ გაიზარდოს. ანუ ჩვენ ადეკვატურები უნდა ვიყოთ ბაზარზე არსებული ტრენდისა, რომელიც სამწუხაროდ, ივლისის მეორე ნახევარში აჩვენებს საკმაოდ მზარდ ცვლილებას“, – თქვა ხორავამ.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.…
სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.…
გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…