2019 წელთან შედარებით, დღეს მსოფლიოში 122 მილიონით მეტი ადამიანი შიმშილობს – გაერო

2019 წელთან შედარებით, დღეს მსოფლიოში 122 მილიონით მეტი ადამიანი შიმშილობს – გაერო

პანდემიის, ბუნებრივი კატასტროფებისა და კონფლიქტების, მათ შორის, უკრაინაში ომის შედეგად, მსოფლიოში, 2019 წელთან შედარებით, 122 მილიონით მეტი ადამიანი შიმშილობს, – ამის შესახებ გაეროს ხუთი სააგენტოს ერთობლივ ანგარიშში „სასურსათო უსაფრთხოება და სურსათის მოხმარება მსოფლიოში“ (SOFI) წერია.

გაეროს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაცია (FAO), სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდი (IFAD), გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF), ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია (WHO) და მსოფლიო სურსათის პროგრამა (WFP) გვაფრთხილებენ, რომ თუ ეს ტენდენცია გაგრძელდა, შიმშილის დასრულების თაობაზე მდგრადი განვითარების მიზნებს 2030 წლისათვის ვერ მივაღწევთ.

მოწოდება შიმშილის წინააღმდეგ ბრძოლისაკენ

2023 წლის ანგარიშის თანახმად, 2022 წელს 691-დან 783 მილიონამდე ადამიანი შიმშილობდა, საშუალოდ – 735 მილიონი ადამიანი. ეს პანდემიამდელ მონაცემებს 122 მილიონით აღემატება.

2021-2022 წლებში გლობალური შიმშილის ზრდა შეჩერდა, თუმცა, მსოფლიოს ბევრ წერტილში სასურსათო კრიზისები ღრმავდება. 2022 წელს იმ ადამიანების რიცხვი, ვინც შიმშილობს, შემცირდა აზიასა და აფრიკაში, მაგრამ გაიზარდა დასავლეთ აზიაში, კარიბის ზღვის აუზის ქვეყნებსა და აფრიკის ყველა ქვერეგიონში. აფრიკა შიმშილის კუთხით ყველაზე მეტად დაზარალებულ რეგიონად რჩება – კონტინენტზე ყოველი ხუთიდან ერთი ადამიანი შიმშილობს, რაც გლობალურ საშუალო მაჩვენებელს ორჯერ აღემატება.

„არსებობს იმედის სხივები, ზოგიერთი რეგიონი კვალდაკვალ მიჰყვება 2030 წლისათვის ნუტრიციული სამიზნეების შესრულებას. თუმცა, მთლიანობაში, გვჭირდება აქტიური და დაუყოვნებელი გლობალური ძალისხმევა მდგრადი განვითარების მიზნების გადასარჩენად. ჩვენ უნდა გავხდეთ უფრო მედეგი კონფლიქტის და კლიმატის ცვლილებით გამოწვეულ კრიზისებისა და შოკური პერიოდების მიმართ, რომლებსაც სასურსათო დაუცველობისკენ მივყავართ“, – განაცხადა გაეროს გენერალურმა მდივანმა ანტონიო გუტერესმა ვიდეომიმართვაში, ნიუ-იორკის სათავო ოფისში ანგარიშის გამოქვეყნებისას.

გაეროს ხუთი სააგენტოს ხელმძღვანელი: FAO-ს გენერალური დირექტორი კუ დონჟუ, IFAD-ის პრეზიდენტი ალვარო ლარიო, UNICEF-ის აღმასრულებელი დირექტორი ქეთრინ რასელი, WFP-ის აღმასრულებელი დირექტორი სინდი მაკკეინი და WHO-ს გენერალური დირექტორი დოქტორი ტედროს ადანომ გებრეისუსი ანგარიშის წინასიტყვაობაში წერენ:

„ეჭვგარეშეა, მნიშვნელოვანი გამოწვევა ხდება ჩვენთვის მდგრადი განვითარების მიზნების 2030 წლის სამიზნის – ნულოვანი შიმშილის – მიღწევა. წინასწარი გათვლებით, 2030 წლისთვის თითქმის 600 მილიონი ადამიანი იშიმშილებს. სასურსათო დაუცველობისა და მალნუტრიციის გამომწვევი მთავარი მიზეზები ჩვენს “ახალ ნორმად” იქცა და სხვა არჩევანი აღარ გვაქვს – უნდა გავაორმაგოთ ძალისხმევა აგროსასურსათო სისტემების გარდაქმნისთვის, მდგრადი განვითარების მეორე მიზნის (SDG2) მისაღწევად“.

მსგავსი სიახლეები

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს – განმარტება

საქართველოს მელიორაცია განმარტავს, რა სქემით დაასუბსიდირებს მთავრობა სატბორე მეურნეობებს. მათ მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, მოხმარებლები გადაიხდიან მომსახურების საფასურის გათვალისწინებით გადასახდელი თანხის 20%-ს, მაგრამ…
2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს კი 127 მისამართზეა ხელმისაწვდომი – ირაკლი კობახიძე

2012 წელს ქვეყნის მასშტაბით 11 იუსტიციის სახლი ფუნქციონირებდა, დღეს…

“დღეს ხელვაჩაურში ვხსნით იუსტიციის სახლს, რომელიც აჭარაში არის რიგით მეცხრე”, – ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ხელვაჩაურის იუსტიციის სახლის გახსნის ღონისძიებაზე…
ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში – იუსტიციის მინისტრი

ახალი იუსტიციის სახლები გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში, ჭალასა და ზოდში…

ხელვაჩაურში იუსტიციის სახლი რამდენიმე წუთის წინ გაიხსნა. გახსნის ღონისძიებაზე იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ განაცხადა, რომ ახალი იუსტიციის სახლები ასევე გაიხსნება მცხეთაში, ახმეტაში,…