ყაზახეთის პრემიერი – საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჩვენი სანდო პარტნიორია

ყაზახეთის პრემიერი – საქართველო სამხრეთ კავკასიაში ჩვენი სანდო პარტნიორია

ჩვენ შევძელით ურთიერთქმედების საკითხების მთელი სპექტრის განხილვა და ვიმუშავეთ კონკრეტულ ზომებზე ურთიერთქმედების გააქტიურების მიზნით. ჩვენ ამჟამად ვდგამთ აქტიურ ნაბიჯებს მიღწეული შეთანხმების რეალიზაციისთვის, –  ამის შესახებ ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა ალიხან სმაილოვმა საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ირაკლი ღარიბაშვილთან შეხვედრისას განაცხადა.

სამუშაო შეხვედრაზე ალიხან სმაილოვმა ხაზი გაუსვა, რომ ყაზახეთსა და საქართველოს აკავშირებს მჭიდრო და ხანგრძლივი მეგობრული კავშირები და მრავალმხრივი თანამშრომლობა.

„სასიამოვნოა აღვნიშნო, რომ ტრადიციული და მაღალი დონის ინტერაქცია კიდევ უფრო აძლიერებს ჩვენი შეხვედრების ინტენსივობას. ჩვენ მხარს ვუჭერთ ორმხრივ მზადყოფნას ნდობასა და პატივისცემაზე დაფუძნებული ყაზახეთ-საქართველოს თანამშრომლობის განვითარებისა. საქართველო ყაზახეთის მნიშვნელოვანი და სანდო პარტნიორია სამხრეთ კავკასიაში.

საქართველოში ჩემი ვიზიტის დროს შევთანხმდით ორმხრივი ვაჭრობის წლიური მაჩვენებლების გაზრდაზე და ძალიან კარგია, რომ 6 თვის შედეგების მიხედვით, ჩვენი ორმხრივი ვაჭრობა 30%-ით გაიზარდა. ჩვენი სავაჭრო ბრუნვის, ჩვენი ვაჭრობის მოცულობების შემდგომი გაზრდის მიზნით, მე გთავაზობთ, გამოვიყენოთ ჩვენი სამთავრობათაშორისო კომისიის შესაძლებლობები.

ჩვენ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ თანამშრომლობას ტრანზიტისა და ტრანსპორტის სფეროში. სასიხარულოა, რომ ჩვენი პარტნიორობა ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტის განვითარებაში სწრაფად მყარდება. მიმდინარე წლის ექვს თვეში შუა დერეფანზე ტვირთების გადაზიდვის მოცულობა 77%-ით გაიზარდა და 1,3 მლნ ტონას მიაღწია. ჩვენს ბოლო შეხვედრაზე მიღწეულმა შეთანხმებებმა დამატებითი ბიძგი მისცა მარშრუტის განვითარებას.

განსაკუთრებული მნიშვნელობა დაეთმო დიგიტალიზაციის, ტრანსპორტირების სტაბილური ტარიფების უზრუნველყოფისა და დერეფნის გასწვრივ ერთიანი ლოგისტიკური ოპერატორის შექმნის საკითხებს. ჩვენ დაინტერესებული ვართ რეგიონის სატრანსპორტო კავშირის გაზრდით და სატრანზიტო პირობების მუდმივად გაუმჯობესებით. ამ გეგმებში, რა თქმა უნდა, ვითვალისწინებთ საქართველოს სატრანზიტო და სატრანსპორტო პოტენციალს.

ზოგადად, ყაზახეთის მთავრობა მზადაა გააგრძელოს მრავალმხრივი მუშაობა, რათა უზრუნველყოს ყაზახურ-ქართული პარტნიორობის დინამიკური განვითარება ყველა სფეროში”, –  აღნიშნა ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრმა.

მსგავსი სიახლეები

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო – ირაკლი კობახიძე

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების,…

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისთვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა…
განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის – სახალხო დამცველი

განათლების სამინისტრო სკოლებში საგაკვეთილო საათების განაწილების წესს ცვლის –…

განათლების სამინისტრომ გაიზიარა სახალხო დამცველის წინადადებები, რომელიც მასწავლებელთა მიმართ თანასწორი მოპყრობის უზრუნველყოფისა და დისკრიმინაციის პრევენციას უკავშირდება. როგორც უწყებაში აღნიშნავენ, დაგეგმილი ცვლილებების…
2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე მეტი ტვირთი გადაზიდა – საქსტატი

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1…