10 თვეში მომხმარებელთა უფლების დარღვევის თაობაზე სააგენტოში 360 განაცხადი შევიდა

10 თვეში მომხმარებელთა უფლების დარღვევის თაობაზე სააგენტოში 360 განაცხადი შევიდა

მომხმარებელთა უფლებების დაცვის მიმართულებით, 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის აგვისტოს ჩათვლით, კონკურენციის ეროვნულ სააგენტოში 360 განაცხადი შევიდა, საიდანაც 209 განცხადებაზე საქმის შესწავლა დაიწყო. 

კონკურენციის სააგენტოს ცნობითვე, 10 თვის განმავლობაში სააგენტომ მომხმარებლის სასარგებლოდ, პირობითი ვალდებულების აღების შესახებ 100 საქმეზე 64 შეთანხმება გააფორმა. ეს ნიშნავს, რომ მოვაჭრეებმა აიღეს ვალდებულება საქმიანობის შიდა პოლიტიკა შეცვალონ და იმ მომხმარებელთა უფლებები აღადგინონ, რომელთაც სავარაუდოდ, მათი სავაჭრო პოლიტიკის შედეგად ზიანი მიადგა.

კომპანიების მიერ აღებული ვალდებულებების შესრულების პროცესს სააგენტო აქტიურ რეჟიმში აკვირდება. ამ დროისთვის, 52 საქმეზე გაფორმებულ 32 პირობით ვალდებულებასთან დაკავშირებით საკითხი სრულად ამოწურულია.

“ამავე პერიოდში, სააგენტოს გადაწყვეტილებით, დადასტურდა მომხმარებელთა ჯგუფის უფლების 20 დარღვევის ფაქტი 34 საქმეზე, ხოლო 4 შემთხვევაში დარღვევა არ დადასტურდა. სააგენტოს მიერ დაკისრებული ვალდებულების არშესრულების გამო 4 მოვაჭრეს დაეკისრა ჯარიმა.

მომხმარებლის მიერ შემოსული განაცხადების 66% ონლაინ ვაჭრობის ფაქტს ეხება, ხოლო 34% ნივთის ადგილზე შეძენის შემთხვევას. რეგიონების მიხედვით 85%-ით თბილისი ლიდერობს, შემდეგ ადგილს იკავებს აჭარა 7% და იმერეთი 4%.

მომხმარებლის მიერ სააგენტოში შემოსული განაცხადების მიხედვით, ნაკლიანი ნივთის შეკეთებასა ან დაბრუნებაზე დაფიქსირდა 114, თანხის უკან დაბრუნების მოთხოვნაზე  113, შეცდომაში შემყვანი საქმიანობის აკრძალვაზე 26, ნივთის უპირობოდ დაბრუნებაზე 21, ქართულ ენაზე ინფორმაციის მიწოდება 15, ხოლო სხვა დანარჩენი 71.

საანგარიშო პერიოდში, შემოსული განაცხადების მიხედვით, 72%-ს საბითუმო და საცალო ვაჭრობის სექტორი იკავებს, ტრანსპორტი და დასაწყობება 13%-ს,  ხელოვნება, გართობა და დასვენება 4%, ხოლო სხვა სახის საქმიანობა 11%-ია”, – წერია სააგენტოს განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…