ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება – მიზეზები

ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება – მიზეზები

საერთაშორისო ბირჟაზე ოქროს ფასი იზრდება – ერთთვიან ჭრილში უნცია (28.3 გრამი) ოქროს ფასი 2%-ითაა გაზრდილი და ამჟამად 1,933 დოლარს შეადგენს. ერთწლიან პერიოდში ძვირფასი მეტალი საერთაშორისო ბირჟაზე თითქმის 16%-ითაა გაძვირებული.

ოქროს გაძვირება ინვესტორების მოლოდინებთან და ცენტრალური ბანკების გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. ინფლაციის შემცირების ფონზე, არსებობს იმის რეალური შანსი, რომ, აშშ-ის ფედერალური რეზერვი წლის ბოლომდე მონეტარული პოლიტიკის შენარჩუნების სტრატეგიაზეც გადაერთოს, რაც, დადებითად აისახება ოქროს ფასზე.

გასათვალისწინებელია, რომ FED-ის გადაწყვეტილებას გლობალურ ეკონომიკაზე დომინოს ეფექტის მსგავსი გავლენა აქვს, მის მიერ გამკაცრების ტემპის შენელება ევროპის, დიდი ბრიტანეთის, კანადისა თუ ავსტრალიის ცენტრალურ ბანკებსაც მსგავსი გადაწყვეტილების მიღებისკენ უბიძგებს. მსოფლიოს მასშტაბით შემსუბუქებული მონეტარული პოლიტიკა და დასუსტებული ეროვნული ვალუტები ოქროს ინვესტორებისთვის განსაკუთრებით ხელსაყრელია.

ზოგადად, ოქროსა და დოლარს შორის საპირისპირო მიმართებაა. საპროცენტო განაკვეთების ზრდა ინვესტორებს უბიძგებს, თავიანთი კაპიტალი არა 0%-იანი ამონაგების მქონე ოქროში, არამედ სახაზინო ობლიგაციებსა და უცხოურ ვალუტაში დააბანდონ, განსაკუთრებით კი აშშ-ში.

ოქრო ინფლაციისგან ჰეჯირების ერთ-ერთ ტრადიციულ საშუალებად ითვლება, ცენტრალური ბანკები კი მას ფინანსური არასტაბილურობისგან თავის დასაზღვევად ყიდულობენ.

მსგავსი სიახლეები

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე მეტი ტვირთი გადაზიდა – საქსტატი

2026 წლის მესამე კვარტალში საქართველოს რკინიგზამ 4 მლნ დონაზე…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის მესამე კვარტალში, გასული წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს რკინიგზით გადატანილია 16.8 პროცენტით მეტი, სულ 4.1…
ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – გასული კვირის შედეგები

ლარი დოლართან და ევროსთან გამყარდა – გასული კვირის შედეგები

გასული სავაჭრო კვირის განმავლობაში ლარი დოლართან მიმართებით 0.08 თეთრით გამყარდა, რის შედეგადაც გაცვლითმა კურსმა 2.5926 ლარი შეადგინა. ეროვნული ვალუტა ევროსთან 2.26…
20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება

20 ნოემბერს თბილისის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება შეიზღუდება

თბილისში საახალწლო ილუმინაციებისა და კონსტრუქციების მონტაჟი გრძელდება. აღნიშნული სამუშაოებიდან გამომდინარე, 20 ნოემბერს, 00:00 საათიდან 06:00 საათამდე, დედაქალაქის რამდენიმე ლოკაციაზე საავტომობილო გადაადგილება…