ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება

ნავთობის ფასი მკვეთრად იზრდება

საერთაშორისო ენერგეტიკულ ბირჟაზე აღმასვლის მკვეთრი ტენდენცია გრძელდება, ერთთვიან ჭრილში ბარელი ნავთობის ფასი საშუალოდ 13%-ითაა გაზრდილი და ამჟამად Brent-ის ფასი 95 დოლარს აჭარბებს, WTI-ს ფასი კი 93 დოლარის ფარგლებშია, რაც ერთწლიანი მაქსიმუმია.

რაც შეეხება რუსულ ნავთობს, ბარელი Urals-ის ფასი 80 დოლარის ფარგლებში მერყეობს, რაც ერთ თვეში 15%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ამჟამად რუსული ნავთობი საერთაშორისო ბირჟაზე დიდი შვიდეულის მიერ დაწესებულ საფასო ლიმიტზე 20 დოლარით უფრო ძვირად ივაჭრება.

ანალიტიკოსების შეფასებით, ენერგორესურსების გაძვირება OPEC-ის წევრი სახელმწიფოების სამომავლო გადაწყვეტილებებთანაა დაკავშირებული. სავარაუდოდ, რუსეთის ფედერაცია და საუდის არაბეთი ნავთობის მიწოდებას კიდევ უფრო მეტად შეამცირებენ, რაც ბაზარზე დეფიციტს გაამწვავებს.

მოგეხსენებათ, საუდის არაბეთმა გლობალურ ბაზარს ნავთობის მიწოდება დაახლოებით მილიონი ბარელით შეუმცირა, რუსეთმა კი წარმოების მაჩვენებელი დღიურად 800,000 ბარელით დააკორექტირა.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6121 ლარი გახდა.…
განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს

განათლების სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ…

განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია…
აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6125 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6125 ლარი გახდა

აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.6125 ლარი გახდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, დღევანდელი ვაჭრობის შედეგად 1 აშშ დოლარის ღირებულება 2.6125…