საქართველოდან შოკოლადის ექსპორტი 76%-ით გაიზარდა – სად ვყიდით/ვყიდულობთ პროდუქციას?

საქართველოდან შოკოლადის ექსპორტი 76%-ით გაიზარდა – სად ვყიდით/ვყიდულობთ პროდუქციას?

2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან რეკორდული ღირებულების, 2 მილიონ 789 ათასი დოლარის, 586 ტონა შოკოლადისა და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტების ექსპორტი განხორციელდა.

საქსტატის მონაცემების თანახმად, შოკოლადის ექსპორტი წინა წელთან შედარებით 76%-ით არის გაზრდილი. თუმცა აღსანიშნავია, რომ ექსპორტის მაჩვენებელში ადგილობრივი ექსპორტის წილი მხოლოდ 31%-ია, დარჩენილი 69% კი რეექსპორტზე მოდის.

საქართველოსთვის მთავარი საექსპორტო ბაზარი სომხეთია, რომელზეც მთლიანი ექსპორტის 46% მოდის.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების რეიტინგი კი ასეთია:

1. სომხეთი – 1,3 მლნ დოლარი, 251 ტონა;
2. ირანი – 877 ათასი დოლარი, 175 ტონა;
3. აზერბაიჯანი – 409 ათასი დოლარი, 109 ტონა;
4. საუდის არაბეთი – 90 ათასი დოლარი, 33 ტონა;
5. უზბეკეთი – 85 ათასი დოლარი, 14 ტონა.

რაც შეეხება იმპორტს, 2023 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველომ ასევე რეკორდული ღირებულების 43 მილიონ 496 ათასი დოლარის 10 793 ტონა შოკოლადი და კაკაოს შემცველი კვების პროდუქტები შეიძინა.

საქსტატის თანახმად, მიმდინარე წლის იანვარ-აგვისტოში წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით შოკოლადის იმპორტის ღირებულება 35%-ით, მოცულობა კი მცირედით 3%-ით არის გაზრდილი.

ამ პერიოდის განმავლობაში შოკოლადის იმპორტის დიდი ნაწილი, 35% რუსეთის ბაზარზე მოდის.

TOP-10 საიმპორტო ქვეყნის რეიტინგი კი ასეთია:

1. რუსეთი – 15,4 მლნ დოლარი, 4 587 ტონა;
2. თურქეთი – 4,9 მლნ დოლარი, 1 179 ტონა;
3. უკრაინა – 4,5 მლნ დოლარი, 1 264 ტონა;
4. პოლონეთი –  4,2 მლნ დოლარი, 947 ტონა;
5. ბელგია – 3,5 მლნ დოლარი, 813 ტონა;
6. ნიდერლანდები – 2,6 მლნ დოლარი, 456 ტონა;
7. იტალია – 1,6 მლნ დოლარი, 420 ტონა;
8. გერმანია – 1,5 მლნ დოლარი, 193 ტონა;
9. ხორვატია – 935 ათასი დოლარი, 175 ტონა;
10. ბულგარეთი – 657 ათასი დოლარი, 91 ტონა.

მსგავსი სიახლეები

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

გაერო-ს გენერალური ასამბლეის 81-ე სესიის ფარგლებში, საქართველოს ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ბულგარეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს, ველისლავა პეტროვა-ჩამოვას შეხვდა.…
აშშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა

აშშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა

შშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. სტაჟირების პროგრამა გამოცხადებულია საჯარო დიპლომატიის, ობიექტების მართვისა…
2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო, იმპორტიორი კი თურქეთი – საქსტატი

2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოსთვის უმსხვილესი საექსპორტო ქვეყანა ყირგიზეთი იყო,…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო…