სახელმწიფო საწარმოებში დასაქმებულთა რაოდენობა გაიზარდა. ფინანსთა სამინისტროს მონაცემებით, თუ სახელმწიფო საწარმოთა სექტორში 2021 წლის დეკემბრის თვის მდგომარეობით დასაქმებული იყო 52 597 -მდე ადამიანი, 2022 წლის ბოლოსთვის მათი რაოდენობა 55 230 -მდე გაზარდა.
„ჭარბი დასაქმება რჩება ისტორიულ არაეფექტიანობად, აღნიშნული მეტად გამოკვეთილია ისეთ ქვეყნებში, სადაც არ განხორციელებულა სახელმწიფო საწარმოთა კორპორატიზაცია,“, – ნათქვამია დოკუმენტში.
აღსანიშნავია, რომ ბოლო 1 წელიწადში 157 მლნ ლარით გაიზარდა სახელმწიფო კომპანიებში სახელფასო ფონდი და 961 მლნ მიაღწია.
ჯამური დასაქმების 57%-მდე მოდის TOP-10 საწარმოზე
საქართველოს რკინიგზა 12 122 დასაქმებული
თბილისის სატრანსპორტო კომპანია 6 344 დასაქმებული
თბილსერვის ჯგუფი 5 189 დასაქმებული
გაერთიანებული წყალმომარაგების კომპანია 3 009 დასაქმებული
საქართველოს სამედიცინო ჰოლდინგი 2 779 დასაქმებული
საქართველოს ფოსტა 1 802 დასაქმებული
სახელმწიფო ელექტროსისტემა 1 582 დასაქმებული
საქართველოს მელიორაცია 1 437 დასაქმებული
რესპუბლიკური საავადმყოფო 1 263 დასაქმებული
სახელმწიფო კვებითი უზრუნველყოფა 1 193 დასაქმებული
სულ 36720 დასაქმებული
აღსანიშნავია, რომ „საქსტატის“ მონაცემებით, გასულ წელს საქართველოში სულ 1 283 700 კაცი იყო დასაქმებული.
პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…
24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6121 ლარი გახდა.…
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია…