პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს სადა შეფუთვის ამოქმედების ნაწილობრივ გადავადებას მხარი დაუჭირა

პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს სადა შეფუთვის ამოქმედების ნაწილობრივ გადავადებას მხარი დაუჭირა

დღეს პარლამენტის ჯანდაცვის კომიტეტმა თამბაქოს სადა შეფუთვის ამოქმედების თარიღის ნაწილობრივ გადავადებას მხარი დაუჭირა. კომიტეტზე ინიციატივა პარლამენტის დარგობრივი ეკონომიკის კომიტეტის თავმჯდომარემ, დავით სონღულაშვილმა წარადგინა.

თამბაქოზე სადა შეფუთვის მოთხოვნა 2024 წლის 31 ივლისს ამოქმედდება. ამ თარიღის შემდეგ თამბაქოს ნაწარმი უნიფიცირებული შეფუთვით უნდა გაიყიდოს ბაზარზე. ახალი კანონპროექტით დგინდება გარდამავალი პერიოდი, როდესაც ბაზარზე წარმოდგენილი იქნება როგორც სადა შეფუთვის, ასევე ძველი დიზაინის კოლოფები, ხოლო 2025 წლის პირველი აპრილიდან მხოლოდ სადა შეფუთვის ნაწარმი იქნება ბაზარზე წარმოდგენილი.

ჯანდაცვის კომიტეტზე კანონპროექტის შესახებ ხმები 4:3 განაწილდა, თამბაქოს კონტროლის ცენტრის კითხვაზე პასუხად ინიციატივის ავტორმა დავით სონღულაშვილმა განაცხადა, რომ საქართველოში თამბაქოს ნაწარმის რეგულირებასთან დაკავშირებით მსოფლიოში ერთ-ერთი მკაცრი კანონმდებლობა მოქმედებს, ხოლო ცვლილება მხოლოდ სადა შეფუთვის ამოქმედების ვადას უკავშირდება. ამასთან, სონღულაშვილის თქმით, მან როგორც ყოფილმა მწეველმა იცის, რომ სიგარეტის მოხმარებაზე გავლენა არ აქვს თამბაქოს შეფუთვის ფერს, იქნება ეს თეთრი; ყვითელი თუ სხვა ფერი.

“თამბაქოს კონტროლის ცენტრმა რომ მხარი დაუჭიროს ამ კანონპროექტს, მე ის გამიკვირდება. მოგახსენებთ, რომ ვიყავი საკმაოდ აქტიური მწეველი და 6 წელია აღარ ვეწევი. ამას იმიტომ ვიძახი, რომ თეთრ შეფუთვაში იქნება თუ ყვითელ შეფუთვაში აბსოლუტურად არანაირი მნიშვნელობა არ აქვს და ამას გულისხმობს ეს კანონპროექტი. ეს არ არის კანონპროექტი, რომლითაც შეიძლებოდა რომ ხელი შეეწყოს ან თამბაქოს გაყიდვას, ან წახალისებას ან ასე შემდეგ. ეს არის მიმართული კონკრეტულად შეფუთვასთან, რომელიც არაფერ შუაშია იმასთან, რასაც თქვენ ამბობთ [ჯანდაცვის ხარჯები თამბაქოსთან ასოცირებულ დაავადებებზე]. რამდენი ადამიანი ავადდება იმის კავშირი თუ რა ფერით იქნება შეფუთული პირდაპირ შემიძლია გითხრათ რომ არანაირი კავშირი არ აქვს.

მეტსაც მოგახსენებთ, რომ ის კანონმდებლობა, რაც საქართველოში თამბაქოს კონტროლთან დაკავშირებით არსებობს, ალბათ ერთ-ერთი ყველაზე მკაცრია, აქედან გამომდინარე ვერ ვხედავ იმის პრობლემას, რომ გადავადდეს. ჯანდაცვის კომიტეტზე თავისთავად ცხადია ის კითხვები, რომელსაც სვამთ, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ჯანდაცვის საკითხი, ეს არის ეკონომიკის საკითხიც, რაც უკავშირდება შეფუთვას. შეფუთვასთან დაკავშირებით ცვლილება არ წარმოადგენს თამბაქოს რეალიზაციის ან ხელშეწყობას, ან რამის პირიქით უარყოფას”, – აღნიშნავს დავით სონღულაშვილი.

საპარლამენტო ინიციატივას კიდევ ერთი ცვლილება ერთვის თან, საუბარია სადა შეფუთვის დატანისას კომპანიებისთვის იმ უფლების მიცემაზე, რომ სიგარეტზე ბრენდი უნიფიცირებული სახით, ქართულთან ერთად, ლათინური ანბანითაც იყოს დატანილი.

მსგავსი სიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ…

აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…