პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორის გადასახადის ზრდის კანონპროექტს განიხილავს

პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორის გადასახადის ზრდის კანონპროექტს განიხილავს

საქართველოს პარლამენტი აზარტული თამაშების სექტორისთვის გადასახადების ზრდის კანონპროექტს უკვე განიხილავს. ცვლილების შედეგად, 2024 წელს მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების მობილიზაცია 400 მილიონი ლარით გაიზრდება.

საგადასახადო კოდექსში, ასევე აზარტული თამაშების მარეგულირებელ კანონმდებლობაში შესატანი ცვლილებები ასეთია:

  1. სისტემურ-ელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთი 10%-დან იზრდება 15%-მდე;
  2. სისტემურ-ელექტრონული სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანისას საშემოსავლო გადასახადის განაკვეთი 2%-დან იზრდება 5%-მდე.
  3. სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირთათვის საშემოსავლო/მოგების გადასახადის ნაწილში განისაზღვრება ახალი დასაბეგრი ბაზა მოგების და საშემოსავლო გადასახადის 15-პროცენტიანი განაკვეთი (ფიზიკური/იურიდიული პირი, რომელიც სათამაშო აპარატების სალონის მოწყობიდან იღებს შემოსავალს, აღნიშნული საქმიანობის ნაწილში, საშემოსავლო/მოგების გადასახადით დაბეგვრის ობიექტია მოთამაშეებისგან მიღებულ ფსონებსა და მოთამაშეებზე გაცემულ მოგებას შორის სხვაობა).
  4. სათამაშო აპარატების მეშვეობით მოწყობილ აზარტულ თამაშობებში მონაწილე პირის საშემოსავლო გადასახადით დაბეგვრის ობიექტი ხდება მის მიერ თამაშობის მომწყობისგან გატანილი თანხა.

“კანონპროექტის მიღების შედეგად, საშემოსავლო და მოგების გადასახადების არსებული ზღვრული განაკვეთების ფარგლებში, იზრდება სათამაშო აპარატების სალონისა და სისტემურელექტრონული ფორმით აზარტული თამაშობის მომწყობ პირთა და შესაბამის თამაშობებში მონაწილეთა საშემოსავლო და მოგების გადასახადის განაკვეთები. ამრიგად, 2024 წლის მიხედვით, სავარაუდო ფინანსური შედეგი აღნიშნული პირებისათვის მდგომარეობს მათ მიერ გადასახადების სახით ბიუჯეტში დამატებით 400 მილიონი ლარის გადახდაში, მათ შორის, აზარტული თამაშობის სისტემურ-ელექტრონული ფორმით მომწყობი პირებისგან და სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანიდან ფინანსური ეფექტი შეადგენს დამატებით 250 მილიონ ლარს, ხოლო სათამაშო აპარატების სალონის მომწყობ პირთაგან და ამ სალონების სათამაშო ანგარიშიდან თანხის გატანიდან – 150 მილიონ ლარს,”- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.

აზარტული თამაშების სექტორი დღეს რამდენიმე ძირითადი გადასახადით იბეგრება. სექტორის ყველაზე დიდი წილი ელექტრონული თამაშების ოპერატორებზე მოდის, მათთვის 2022 წლიდან მოგების 10%-იანი გადასახადი მოქმედებს. ამ კომპანიებისთვის იბეგრება მიღებულ ფსონებსა და გაცემულ მოგებას შორის სხვაობის 10%, ანუ GGR-ის 10%. GGR-ის განაკვეთი გახდება 15%.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…