საქართველოში ნავთობისა და გაზის წარმოება გაიზარდა.
“საქსტატის” მონაცემებით, 2023 წელს 9 თვეში ქვეყანაში ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოებამ 42.3 ათასი ტონას მიაღწია, რაც 2018 წლიდან 9 თვის წარმოების რეკორდული მაჩვენებელია. ზრდაა წლიურ ჭრილშიც. 2022 წლის 9 თვესთან შედარებით, წელს 11 900 ტონით მეტი ნავთობის და ნავთობპროდუქტების წარმოება მოხდა.
ნავთობისა და ნავთობპროდუქტების წარმოება წლების მიხედვით
2023 წლის 9 თვე – 42.3 ათასი ტონა
2022 წელი – 40.5 ათასი ტონა
2021 წელი – 44.6 ათასი ტონა
2020 წელი – 35.5 ათასი ტონა
2019 წელი – 31.8 ათასი ტონა
2018 წელი – 21.3 ათასი ტონა
რაც შეეხება ბუნებრივ გაზს – „საქსტატის“ მონაცემებით, 9 თვის მონაცემებით, შიდა წარმოება 11.6 მლნ კუბ.მეტრი იყო, შარშან ამავე პერიოდში 10.8 მლნ კუბ. მეტრი ბუნებრივი გაზის წარმოება მოხდა.
ბუნებრივი გაზის წარმოება წლების მიხედვით
2023 წლის 9 თვე – 11.6 მლნ კუბ.მ
2022 წელი – 13.7 მლნ კუბ.მ
2021 წელი – 14.9 მლნ კუბ.მ
2020 წელი – 8.2 მლნ კუბ.მ
2019 წელი – 8.9 მლნ კუბ.მ
2018 წელი – 9.1 მლნ კუბ.მ
აღსანიშნავია, რომ როგორც ნავთობის და ნავთობპროდუქტების, ასევე ბუნებრივი გაზის კუთხით საქართველო იმპორტზეა დამოკიდებული.
აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…