საბერძნეთში საქართველოს საელჩოს ინფორმაციით, საელჩო აგრძელებს მუშაობას მიგრაციის საკითხებში საქართველო-საბერძნეთს შორის ორმხრივ ხელშეკრულებაზე და დოკუმენტი ეხება საქართველოს მოქალაქეთა საბერძნეთში ლეგალურად დასაქმებას.
“30 ნოემბერს საბერძნეთის მიგრაციის სამინისტროში, საქმეთა დროებით რწმუნებულ დეა მუმლაძესა და საბერძნეთის მიგრაციის მინისტრის სპეციალურ მრჩეველს, ნიკოლაოს კარაიტიდისს შორის გამართულ შეხვედრაზე განიხილეს საქართველოდან სეზონური სამუშაოებისთვის საქართველოს მოქალაქეების ჩამოყვანასთან და მათთვის ბინადრობის ნებართვების გაცემის საკითხებთან დაკავშირებული მოდალობები.
ქართულმა მხარემ ხაზი გაუსვა აგრეთვე საბერძნეთში არალეგალურად მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეების ლეგალურად ცხოვრებისთვის შესაბამისი ნებართვის გაცემის აუცილებლობას და შესაბამისად, მოითხოვა ხელშეკრულებაში ამ საკითხის გათვალისწინებაც.
შეხვედრაზე საქმეთა დროებითმა რწმუნებულმა ხაზი გაუსვა საბერძნეთში მცხოვრები ქართველი ემიგრანტებისთვის ბინადრობის ნებართვების მისაღებად ვადების შემცირების საჭიროებას. მხარეები შეეხნენ მართვის მოწმობების ორმხრივი აღიარების საკითხის დაჩქარების მნიშვნელობა”, – ნათქვამია საელჩოს ინფორმაციაში.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…