57 უწყება, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს შეამოწმებს

57 უწყება, რომლებსაც სახელმწიფო აუდიტის სამსახური წელს შეამოწმებს

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა 2024 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა წარმოადგინა, რომელიც მიმდინარე წელს 57 აუდიტის ჩატარებას გულისხმობს. უნდა აღინიშნოს, რომ გასულ წელს 52 უწყება შემოწმდა.

„სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა რისკზე დაფუძნებული მიდგომის შესაბამისად, 2024 წლის აუდიტორული საქმიანობის გეგმა განსაზღვრა 57 აუდიტით, რითაც იგეგმება ქვეყნის ნაერთი ბიუჯეტის 92%-ის დაფარვა“, – წერია აუდიტის გეგმაში.

უფრო კონკრეტულად, იგეგმება 13 – ფინანსური აუდიტის, 28 – შესაბამისობის აუდიტის, 16 – ეფექტიანობის აუდიტის ჩატარება.

„2023 წელთან შედარებით მცირდება ფინანსური აუდიტების რაოდენობა, თუმცა იზრდება თანხობრივი დაფარვის მაჩვენებელი. აფხაზეთისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკების შემთხვევაში, ინდივიდუალური უწყებების ფინანსური აუდიტების ნაცვლად, ჩატარდება რესპუბლიკური ბიუჯეტების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგებების ფინანსური აუდიტი“, – აცხადებენ აუდიტის სამსახურში.

ფინანსური აუდიტი

1. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო
2. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო
3. საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო
4. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო
5. საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო
6. საქართველოს იუსტიციის სამინისტრო
7. საქართველოს თავდაცვის სამინისტრო
8. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო
9. საგადასახადო შემოსავლები
10. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
11. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ერთიანი რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული საბიუჯეტო ორგანიზაციების ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
12. ქ. ბათუმის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება
13. ქ. თბილისის მუნიციპალიტეტის ნაერთი (კონსოლიდირებული) ფინანსური ანგარიშგება


უწყებათაშორისი შესაბამისობის აუდიტები

1. საჯარო უწყებებში მივლინებების მართვის შესაბამისობის აუდიტი
2. უმაღლეს სასწავლო დაწესებულებებში ხარჯვითი ოპერაციებისა და ქონების მართვის შესაბამისობის აუდიტი
3. მუნიციპალიტეტების საბიუჯეტო პროცესის მართვის შესაბამისობის აუდიტი

შესაბამისობის თემატური აუდიტები

1. ა(ა)იპ – ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის შესაბამისობის აუდიტი
2. სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტოს შესაბამისობის აუდიტი
3. სსიპ – სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის შესაბამისობის აუდიტი
4. სსიპ – საზოგადოებრივი მაუწყებლის შესაბამისობის აუდიტი
5. სსიპ – სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრის – „დელტას“ აქტივების მართვისა და შესყიდვების შესაბამისობის აუდიტი
6. სს „საქართველოს ნავთობისა და გაზის კორპორაციის“ შესაბამისობის აუდიტი
7. სს „ელექტროენერგეტიკული სისტემის კომერციული ოპერატორის (ესკო)“ შესაბამისობის აუდიტი
8. შპს „ენგურჰესის“ შესაბამისობის აუდიტი
9. საქართველოს ეროვნული ბანკის კაპიტალური და ადმინისტრაციული ხარჯების შესაბამისობის აუდიტი
10. ქედის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
11. შუახევის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
12. ხულოს მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
13. აბაშის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
14. ბაღდათის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
15. კასპის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
16. წალენჯიხის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
17. ჭიათურის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლების საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
18. ონის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
19. ტყიბულის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
20. ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
21. ჩხოროწყუს მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
22. ცაგერის მუნიციპალიტეტის 2022-2023 წლებისა და 2024 წლის 6 თვის საქმიანობის შესაბამისობის აუდიტი
23. აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის იძულებით გადაადგილებულ პირთა სამინისტროში რესპუბლიკური ბიუჯეტით განსაზღვრული პრიორიტეტის – „მოსახლეობის სოციალური დაცვა“ ფარგლებში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
24. სსიპ – ეკონომიკური პროგრამების სააგენტოში პროგრამების (ქვეპროგრამების) შესრულებისა და საბიუჯეტო სახსრების ხარჯვის შესაბამისობის აუდიტი
25. შპს „სამედიცინო ცენტრ „დიომედში“ შემოსავლების, ფულადი სახსრებისა და მატერიალური ფასეულობების აღრიცხვის, მიღება/ხარჯვისა და გამოყენების შესაბამისობის აუდიტი


ეფექტიანობის აუდიტები

1. შრომის უსაფრთხო პირობების ხელშეწყობა
2. გენდერული თანასწორობის უზრუნველყოფა ზოგადი განათლების სფეროში
3. „სოფლის ექიმის“ სახელმწიფო პროგრამის მართვა (შემდგომი რეაგირება)
4. ბიომრავალფეროვნების დაცვის ღონისძიებები
5. საჯარო სექტორში არსებული რეესტრებისა და მონაცემთა ბაზების მართვა
6. მეტეოროლოგიური, ჰიდროლოგიური და გეოლოგიური მონაცემების აღრიცხვა, ანალიზი და გამოყენება
7. შიდასახელმწიფოებრივი გზების აქტივების მართვის პროექტი (SRAMP)
8. შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა კარიერული და წოდებრივი ზრდის სისტემების მართვა
9. სსიპ – აღსრულების ეროვნული ბიუროს სააღსრულებო პროცესის ეფექტიანობა
10. სახელმწიფო ბიუჯეტის დაგეგმვა
11. განათლების მიღმა დარჩენილი ბავშვების სოციალური ინტეგრაცია
12. პანდემიის შემდგომ პერიოდში ინფექციების მართვა
13. ციფრული ჯანდაცვა
14. სამედიცინო დაწესებულებების ზედამხედველობა
15. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მუნიციპალიტეტების მიერ დაფუძნებული სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებების მართვა
16. მუნიციპალიტეტების საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების მართვა და განკარგვა

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…