დედაქალაქის საცობებისგან განტვირთვის მიზნით, თბილისის მერია ახალ საგზაო-ინფრასტრუქტურულ პროექტზე მუშაობას რამდენიმე დღეში დაასრულებს და ტენდერი გამოცხადდება.
საუბარია პროექტზე, რომლითაც ბაგები საბურთალოს ხიდის, შემდეგ კი, გვირაბის საშუალებით უნდა დაუკავშირდეს.
თბილისის მერის მოადგილე ირაკლი ბენდელიანი ამბობს, რომ ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება. მშენებლობა კი, დაწყებიდან 6 თვის ვადაში უნდა დასრულდეს.
“იანვრის თვის ბოლოს ხიდი მთლიანად აშენებული იქნება. დარჩება ტექნიკური დეტალები, რომელიც თებერვლის ბოლოს დასრულდება და შემდეგ გადაადგილება ჩვეულებრივად იქნება შესაძლებელი”, – განაცხადა ბენდელიანმა.
bm.ge-ის კითხვაზე, როდის მოხდება ხიდის დაკავშირება ვაჟა-ფშაველასთან, ბენდელიანმა თქვა, რომ პროექტი მზად არის და ტენდერი უახლოეს მომავალში გამოცხადდება.
“ეს ერთ-ერთი პროექტია,რომელსაც წელს ვგეგმავთ. კონკრეტულად საუბარია ხიდზე, რომელიც უნივერსიტეტის ქუჩას დაუკავშირდება და შემდეგ, უკვე მოხდება ახალი სამანქანო გვირაბის გაჭრა და შემდეგ უკვე ბაგებიდან ქავთარაძესა და ვაჟა-ფშაველას მიმართულებით გადაადგილება რამდენიმე წუთში იქნება შესაძლებელი. პროექტი რამდენიმე დღეში ჩაბარებული გვექნება და უახლოეს დღეებში ტენდერი გამოცხადდება. ამის მერე, სამშენებლო სამუშაოები დაიწყება. სამუშაოებს დაწყებიდან 6 თვეში მთლიანად დავამთავრებთ”, – განაცხადა ბენდელიანმა.
შეგახსენებთ, პროექტი ნოემბრის დასაწყისში დედაქალაქის მერმა დააანონსა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს აძვირებს. Bolt-ის საიტზე წერია, რომ 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში…
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური…