რუსთაველის გამზირზე შენობების ფასადების რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოცხადდა

რუსთაველის გამზირზე შენობების ფასადების რეაბილიტაციაზე ტენდერები გამოცხადდა

თბილისის განვითარების ფონდმა რუსთაველის გამზირსა და კოსტავას ქუჩაზე შენობების იერსახის რეაბილიტაციისთვის ტენდერები გამოაცხადა. ტენდერები მოიცავს ფასადების გაუმჯობესებას და დაზიანებული სახურავების რეაბილიტაციას რუსთაველის გამზირის მთელ გაყოლებაზე. ახალი ტენდერების მთლიანი ღირებულება 3.3 მილიონი ლარია და ის რუსთაველის გამზირის რეაბილიტაციის ერთ-ერთ ეტაპს წარმოადგენს, რომლის მთლიანი ღირებულებაც 90 მილიონ ლარამდე იქნება.

თბილისის მერის მოადგილის, ირაკლი ბენდელიანის განმარტებით, 2024 წელს რეაბილიტაციის პროექტი მხოლოდ შენობების ფასადების და იერსახის გაუმჯობესებას ითვალისწინებს და სავალ ნაწილზე სამუშაოები დაგეგმილი არაა.

ტენდერები ასე ნაწილდება:

  • რუსთაველის გამზ. N1 და თავისუფლების მოედანი N6-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი – სავარაუდო ღირებულება 374,400 ლარი;
  • რუსთაველის გამზ. N18, შ. რუსთაველის გამზ. N20, და შ. რუსთაველის გამზ. N22-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი – 301,000 ლარი;
  • რუსთაველის გამზ. N24 და შ. რუსთაველის გამზ. N26-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი – 284,480 ლარი;
  • ქ. თბილისში, შ. რუსთაველის გამზ. N32, შ. რუსთაველის გამზ. N34, რუსთაველის გამზ. N36, რუსთაველის გამზ. N38 და შ. რუსთაველის გამზ. N40-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი – 680,000 ლარი;
  • რუსთაველის გამზ. N44 , შ. რუსთაველის გამზ. N46 და შ. რუსთაველის გამზ. N50-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტის მომზადება სატენდერო პირობების შესაბამისად – 367,000 ლარი;
  • მ. კოსტავას ქუჩა N3 და მ. კოსტავას ქუჩა N5-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი – 215,00 ლარი;
  • მ. კოსტავას ქუჩა N6 (არ არის რეგისტრირებული), მ. კოსტავას ქუჩა N8 (01.15.02.011.013), მ. კოსტავას ქუჩა N10 (01.15.02.011.014) და მ. კოსტავას ქუჩა N12-ში (01.15.02.010.006) მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი – 347,000 ლარი;
  • მ. კოსტავას ქუჩა N7, მ. კოსტავას ქუჩა N9,, მ. კოსტავას ქუჩა N11 და მ. კოსტავას ქუჩა N13 -ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი – 359,000 ლარი;
  • მ. კოსტავას ქუჩა N17, მ. კოსტავას ქუჩა N19 , მ. კოსტავას ქუჩა N21, მ. კოსტავას ქუჩა N23 და მ. კოსტავას ქუჩა N25-ში მდებარე შენობა-ნაგებობების ფასადებისა და ნაწილბრივი დაზიანებული სახურავის რეაბილიტაციის პროექტი – 424,000 ლარი;

ტენდერებში წინადადებების მიღება 7 თებერვალს იწყება და 12 თებერვალს დასრულდება.

მსგავსი სიახლეები

ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის ინფლაციის პროგნოზი გაზარდა

საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2026 წლის საშუალო ინფლაციის პროგნოზი გაზარდა. თუ 17 ივნისს გამოქვეყნებული მონეტარული პოლიტიკის ანგარიშით ცენტრალური ბანკი მიმდინარე წლის საშუალო…
ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო – NAEC

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა 2026 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების პირველადი შედეგების გამოქვეყნება დაიწყო. ამ ეტაპზე აბიტურიენტებს საკუთარი ქულების ნახვა შემდეგ…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად 8.25%-ზე დატოვა

საქართველოს ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღეს რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8.25%-ზე შენარჩუნების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად რომ ინფლაცია…