OECD: საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი მაღალია

OECD: საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი მაღალია

OECD-ის მიერ გამოქვეყნებული ახალი ანგარიშის, SME Policy Index-ის მიხედვით, საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ფასი ტელეკომუნიკაციის საერთაშორისო კავშირის (ITU) მიერ რეკომენდირებულ ზღვარს, კერძოდ, მთლიანი ეროვნული შემოსავლის 2%-ს აღემატება და 2.35%-ს შეადგენს. ამასთან ერთად კი, ქვეყნისთვის მნიშვნელოვან გამოწვევას მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემა წარმოადგენს – კვლევის თანახმად, საქართველოში ინტერნეტთან დაკავშირებული კომპანიების უმრავლესობა 30 მბ/წმ-ზე დაბალი სიჩქარის ინტერნეტით სარგებლობს.

OECD-ის თანახმად, მსხვილი კომპანიების თითქმის 80%-ს მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე (30 მბ/წმ-ზე მეტი) აქვთ წვდომა, საშუალო კომპანიებისთვის ეს მაჩვენებელი 54%-ს, მცირე კომპანიებისთვის კი 38%-ს შეადგენს. აღნიშნული არაპროპორციული გადანაწილება და არათანაბარი გარემო, კვლევის მიხედვით, ქვეყნის განვითარებისთვის შემაფერხებელი ფაქტორია.

როგორც ანგარიშში ვკითხულობთ, ინტერნეტზე ხელმისაწვდომობის პრობლემების შედეგია ის, რომ ქვეყანაში ფიქსირებული და მობილური ინტერნეტის მომხმარებელთა რიცხვი OECD-სა და ევროკავშირის ქვეყნების საშუალო მაჩვენებელზე დაბალია.

სტატიაში, ასევე, ყურადღება გამახვილებულია იმ პოზიტიურ ცვლილებებზეც, რომლებიც საქართველოს ხელმისაწვდომობის კუთხით უკვე აქვს, კერძოდ: 2015-2020 წლებში გაორმაგებულია ფართოზოლოვანი ინტერნეტის მომხმარებლების რიცხვი, მიმდინარეობს სამუშაოები ქვეყნის 99%-ის 4G ინტერნეტით დაფარვისთვის, კომუნიკაციების კომისია აქტიურად მუშაობს მოქალაქეებში ციფრული წიგნიერების განვითარების მიმართულებით და მთელი ქვეყნის მასშტაბით, ციფრული უნარ-ჩვევების განმავითარებელ სემინარებს სრულიად უფასოდ ატარებს.

დასკვნის სახით, ანგარიშში ხაზგასმულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქართველომ გარკვეულ პოზიტიურ შედეგებს უკვე მიაღწია, ამ მიმართულებით გამოწვევები კვლავ არსებობს და ქვეყნისთვის მნიშვნელოვანია დამატებითი ნაბიჯების გადადგმა ტელეკომ ბაზარზე კონკურენციის გაძლიერების, ასევე, ინვესტიციებისა და ინოვაციების ზრდისთვის, რათა მომხმარებლებმა უფრო სწრაფი ინტერნეტის მიღება, შედარებით დაბალ ფასად შეძლონ.

მსგავს ტენდენციაზე მიანიშნებს Speedtest Global Index-ის მონაცემებიც, რომელიც არამხოლოდ კორპორატიული, არამედ ფიქსირებული საცალო მომხმარებლების საშუალო ინტერნეტის სიჩქარეს მოიცავს. მისი მიხედვით, 2023 წლის მესამე კვარტალში საქართველოდან ჩატარებული ინტერნეტის სიჩქარის ტესტებით, 181 ქვეყნიდან 127-ე ადგილს იკავებს. Speedtest Global Index-ის თანახმად, საქართველოდან მომხმარებლის მიერ დატესტილი საშუალო სიჩქარე 26.44 მბ/წმ-ს შეადგენს, რითაც ის პოზიციებს ზამბიასა და მაროკოს შორის იკავებს.

შედარებით უმჯობესია საქართველოს პოზიციები მობილური ინტერნეტის მხრივ, სადაც 145 ქვეყანას შორის 72-ე ადგილზეა, ხოლო საშუალო სიჩქარე 33.52 მბ/წმ-ია. ამ მაჩვენებლით საქართველო თურქეთსა და ირლანდიას შორის იკავებს ადგილს.

მსგავსი სიახლეები

დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალების ხელოვნური გათოვლიანება მიმდინარეობს – როდის იგეგმება ტრასების გახსნა?

დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალების ხელოვნური გათოვლიანება მიმდინარეობს –…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ინფორმაციით, ბაკურიანში, დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები…
საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს გამოყოფს

საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს…

საქართველოს მთავრობის 16 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება გამოყოს 10,000 დოლარი ნებაყოფლობითი შენატანის სახით უღარიბესი…
10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…