2023 წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირში ექსპორტმა 704 მილიონი დოლარი შეადგინა. ეს თანხა 2022 წლის შედეგებთან შედარებით 158 მილიონი დოლარით, ანუ 18%-ით ნაკლებია.
შედეგად, ევროკავშირის ბაზარმა მთლიანი ექსპორტის მხოლოდ 11.6% შეადგინა. შედარებისთვის 2022 წელს ევროკავშირის წილი საქართველოს ექსპორტში 15.4% იყო.
საქსტატის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშის თანახმად, ევროკავშირში ექსპორტის შემცირება ძირითადად სპილენძის მადნების ექსპორტის კლებით არის განპირობებული. 2023 წლის განმავლობაში საქართველოდან ევროკავშირში 295 მილიონი დოლარის ღირებულების სპილენძის მადნები გავიდა, რაც 2022 წელთან შედარებით 142 მილიონი დოლარით ნაკლებია. სპილენძის მადნებთან ერთად EU-ში 24 მილიონი დოლარით იკლო ქართული თხილის ექსპორტმაც და მან 50 მილიონი შეადგინა.
ამასთან, საქართველოს 10 უმსხვილეს საექსპორტო ქვეყანას შორის EU-ს წევრი მხოლოდ ერთი ქვეყანა ბულგარეთია, სადაც 250 მილიონი დოლარის საქონლის ექსპორტი განხორციელდა.
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.…
სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.…
გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…