სოფლის მეურნეობაში საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი მომზადდა

სოფლის მეურნეობაში საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი მომზადდა

2023 წელს, საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ, საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით სოფლის მეურნეობის სექტორში საგადასახადო შეღავათების ეკონომიკური ეფექტიანობის ანალიზი დაიწყო.

ამის შესახებ ფინანსთა მინისტრ ლაშა ხუციშვილის მოხსენებაშია ნათქვამი, რომელიც „მინისტრის საათის“ ფორმატში პარლამენტისთვის წარსადგენად მომზადდა.

“კვლევა ფაქტობრივად უკვე დასრულებულია და სულ მალე შესაძლებელი გახდება ამ კვლევის გასაჯაროება. დაგეგმილია მსგავსი ხასიათის კვლევების განხორციელება სხვა სექტორებსა და შეღავათებზე, რომლის შედეგების მიხედვით, შესაძლებელი იქნება მათ ეტაპობრივ ოპტიმიზაციაზე მსჯელობის დაწყება“, – წერია დოკუმენტში.

შეგახსენებთ: 2020 წლიდან საქართველოს ფინანსთა სამინისტრომ აქტიური მუშაობა დაიწყო საგადასახადო დანახარჯების ანუ კანონით განსაზღვრული საგადასახადო შეღავათების ანალიზზე.

2022 წლიდან ყოველწლიურად ბიუჯეტს თან ერთვის დამატებული ღირებულების, მოგებისა და საშემოსავლო გადასახადების დანახარჯები, რომლებმაც 2022 წელს, დაახლოებით, 3.8 მლრდ ლარი შეადგინა.

საბიუჯეტო კოდექსის ცვლილების მიხედვით, აღნიშნული დოკუმენტი გახდა საბიუჯეტო პროცესის ნაწილი და ყოველ წელს მისი განახლებული ვერსია საბიუჯეტო დოკუმენტაციას ერთვება.

საგადასახადო შეღავათები ბიუჯეტს 4 მილიარდამდე უჯდება

მსგავსი სიახლეები

დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალების ხელოვნური გათოვლიანება მიმდინარეობს – როდის იგეგმება ტრასების გახსნა?

დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალების ხელოვნური გათოვლიანება მიმდინარეობს –…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს „მთის ტრასების სააგენტოს“ (MTA) ინფორმაციით, ბაკურიანში, დიდველისა და მიტარბის სასრიალო არეალებზე აქტიურად მიმდინარეობს ხელოვნური გათოვლიანების სამუშაოები…
საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს გამოყოფს

საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს…

საქართველოს მთავრობის 16 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება გამოყოს 10,000 დოლარი ნებაყოფლობითი შენატანის სახით უღარიბესი…
10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…