საქართველოს კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტო, ბაზარზე კონკურენტული გარემოს შეფასების მიზნით, თხილის ბაზრის მონიტორინგს აგრძელებს. სააგენტოს შუალედური ანგარიშის მიხედვით, შესასწავლ პერიოდში, თხილის ექსპორტის ყველაზე დიდი მოცულობა დაფიქსირდა 2021 წელს და 365.6 მილიონი ლარი შეადგინა. 2022 და 2023 წლებში ექსპორტის ღირებულებითი მაჩვენებელი შემცირებულია – 276.8 მილიონ და 218.2 მილიონ ლარამდე.
როგორც კონკურენციის სააგენტო იტყობინება, მსხვილი კომპანიების ჯამური საბაზრო წილის და სხვა ეკონომიკური აგენტების რაოდენობის გათვალისწინებით, თხილის ბაზარი დაბალკონცენტრირებულია.
“5 მსხვილი კომპანიის ჯამური წილი შესასწავლ პერიოდში არ აღემატებოდა 47%-ს, ბაზარზე არ ფიქსირდება დომინანტი ეკონომიკური აგენტი და ასევე, ადგილი არ აქვს ჯგუფური დომინანტური მდგომარეობის არსებობისთვის აუცილებელ ერთ-ერთ პირობას საბაზრო წილების სახით.
თხილის ექსპორტი ქვეყნიდან ხორციელდება ნაჭუჭგაცლილი და ნაჭუჭგაუცლელი ფორმით. ნაჭუჭგაცლილი თხილის ექსპორტის მოცულობა საერთო ექსპორტში, 2020-2023 წლებში, 68-81%-ის ფარგლებში მერყეობდა. ექსპორტის უდიდესი ნაწილი ხორციელდება იტალიაში (32%) და გერმანიაში (20%)”, – აცხადებენ კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოში.
ინფორმაციისთვის: 2023 წელს, სააგენტომ დაასრულა 2 მონიტორინგი – საბანკო დაზღვევის ბაზრის მონიტორინგი, გაიცა 6 რეკომენდაცია და თხევადი და ბუნებრივი აირის ბაზრის მონიტორინგი. მიმდინარე რეჟიმშია 4 ბაზრის შესწავლის პროცესი – თამბაქოს, საავტომობილო საწვავის, ლურჯი მოცვის და თხილის ბაზრის მონიტორინგები.
პარლამენტის დროებითმა კომისიამ, რომელიც სასურსათო პროდუქციის, მედიკამენტებისა და საწვავის ფასწარმოქმნის სტრუქტურას სწავლობდა, მუშაობა დაასრულა. შემაჯამებელ სხდომაზე კომისიამ დასკვნის პროექტს მხარი 8 ხმით…
დღეიდან ძალაში შევიდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ შემუშავებული საკანონმდებლო ცვლილებები, რომლის მთავარ მიზანს საგზაო მოძრაობის წესების მაქსიმალურად უზრუნველყოფა და საგზაო-სატრანსპორტო…
ფასების საპარლამენტო კომისია საბოლოო დასკვნას ხვალ, 1-ელ მაისს წარმადგენს. ამის შესახებ კომისიის თავმჯდომარემ, შოთა ბერეკაშვილმა დღევანდელი სხდომის შეჯამებისას განაცხადა. სხდომა 11:00…