სებ-ის საბჭოს არაღმასრულებელი წევრების რაოდენობის ზრდაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი და პრეზიდენტი მიიღებენ – უტიაშვილი

სებ-ის საბჭოს არაღმასრულებელი წევრების რაოდენობის ზრდაზე საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი და პრეზიდენტი მიიღებენ – უტიაშვილი

ეროვნული ბანკის ფინანსური სტაბილურობის დეპარტამენტის უფროსი, დავით უტიაშვილი აცხადებს, რომ არსებობს ინიციატივა ეროვნული ბანკის საბჭოში არაღმასრულებელი წევრების რაოდენობის ზრდის, თუმცა საბოლოო გადაწყვეტილებას პარლამენტი და პრეზიდენტი მიიღებენ. როგორც მან bm.ge-ის შესაბამის კითხვაზე საპასუხოდ განაცხადა, აღნიშნულ ინიციატივაზე მუშაობა მიმდინარეობს.

„სავალუტო ფონდის მისია დღეს იწყება. დაახლოებით 2-3 კვირიანი ვიზიტია. ამ მისიის მიზანი არის ე.წ. მეოთხე მუხლის დოკუმენტის განახლება, რასაც სავალუტო ფონდი თავის ქვეყნებში 1-2 წელიწადში ერთხელ აკეთებს, თუ რა მაკროეკონომიკური პარამეტრებია. დოკუმენტი საჯაროა და შეგიძლიათ ნახოთ. ეს არის ცალკე მისია და არ უკავშირდება პროგრამას. ცხადია, შეიძლება განხილული იყოს პროგრამასთან დაკავშირებული დეტალებიც.

მე გამიჭირდება გითხრათ, როდის აღდგება პროგრამა, რადგან ეს უფრო სავალუტო ფონდის გადაწყვეტილებაა. რაც შეეხება რეკომენდაციებს საბჭოსთან მიმართებით, ეს შეეხებოდა სწორედ დამოუკიდებელ წევრებს, დამოუკიდებელი წევრების რაოდენობა უნდა აჭარბებდეს აღმასრულებელი წევრების რაოდენობას. ერთ-ერთი ინიციატივა ამ კუთხით არის და შეიძლება განხილული იყოს დამოუკიდებელი წევრების ზრდა. ასეთ ინიციატივაზე მიმდინარეობს მუშაობა. ეს ისევ და ისევ პარლამენტის გადაწყვეტილებაა საბოლოოდ“, – განაცხადა უტიაშვილმა.

ჟურნალისტის ჩაკითხვაზე – როდის იქნება მსჯელობა ამ საკითხზე, უტიაშვილი პასუხობს: „დაკომპლექტების წესთან დაკავშირებით წესი საჯაროა, თუმცა პრეზიდენტი და პარლამენტი წყვეტენ ამას საბოლოოდ და უნდა დაველოდოთ მათ გადაწყვეტილებას“.

 

IMF-ის პროგრამის მეორე მიმოხილვა მას შემდეგ შეჩერდა, რაც საქართველოს პარლამენტმა პრეზიდენტის ვეტო დაძლია და ეროვნული ბანკის შესახებ ორგანულ კანონში ცვლილებები შეიტანა. ამ ცვლილებებით ეროვნულ ბანკში პირველი ვიცე-პრეზიდენტის თანამდებობა შეიქმნა, რომელიც პრეზიდენტის არყოფნის პერიოდში სებ-ის პრეზიდენტის მოვალეობის შემსრულებელია. კანონის მიღების შემდეგ ეროვნული ბანკის საბჭომ პირველი ვიცე-პრეზიდენტის პოსტზე ნათია თურნავა აირჩია. IMF აცხადებდა, რომ ეს საკანონმდებლო ცვლილებები მათთან შეთანხმებული არ იყო, რაც ფონდის მიერ მხარდაჭერილი პროგრამის პირობების დარღვევას წარმოადგენდა.კიდევ ერთი საკითხი, რომელიც IMF-სა და საქართველოს შორის დაძაბულობის მიზეზი გახდა სანქციების აღსრულების წესში შეტანილი გამონაკლისია, რასთან დაკავშირებითაც სავალუტო ფონდის მისიის ხელმძღვანელმა ჯეიმს ჯონმა განაცხადა, რომ ეს ცვლილება ფონდის შეშფოთებას იწვევს.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა – რაზე ისაუბრეს?

დავითაშვილი თურქეთის, აზერბაიჯანის და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებს შეხვდა –…

თურქეთის ქალაქ სტამბოლში ვიზიტის ფარგლებში, საქართველოს პირველმა ვიცე-პრემიერმა მონაწილეობა მიიღო ოთხმხრივ შეხვედრაში, სადაც თურქეთის, აზერბაიჯანისა და ბულგარეთის ენერგეტიკის მინისტრებთან ერთად რეგიონული…
რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

რა ეკონომიკა აქვს საქართველოს “მთავარ” საექსპორტო პარტნიორ ყირგიზეთს

2024 წლის 10 თვეში საქართველოს მთავარი საექსპორტო ბაზარი ნომინალურად ცენტრალური აზიის ერთ-ერთი უღარიბესი ქვეყანა ყირგიზეთი გახდა. ცენტრალური აზიის ამ ქვეყანაში ექსპორტი…
ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება 162,000 ლარია

ცესკოს თავმჯდომარემ ქონებრივი დეკლარაცია შეავსო – მისი წლიური ანაზღაურება…

ცესკოს თავმჯდომარემ გიორგი კალანდარიშვილმა ქონებრივი დეკლარაცია შეავსო, რომელიც 2023 წლის განმავლობაში მიღებულ შემოსავლებს და არსებული მდგომარეობით საბანკო ანგარიშებზე თანხებს და უძრავ…