არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების კიდევ ერთხელ, 2025 წლამდე გადავადება იგეგმება

არქიტექტორებისა და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების კიდევ ერთხელ, 2025 წლამდე გადავადება იგეგმება

საქართველოს პარლამენტი არქიტექტორების და ინჟინერ-მშენებლების სერტიფიცირების კიდევ ერთხელ, ამჯერად 2025 წლის 1-ელ დეკემბრამდე გადავადებას განიხილავს.

რეგულაციის ამოქმედებას კვლავ აკრედიტებული სერტიფიცირების ცენტრების არარსებობა აფერხებს.

„საქართველოს სივრცის დაგეგმარების, არქიტექტურული და სამშენებლო საქმიანობის კოდექსში” ცვლილების შესახებ კანონის პროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, ვინაიდან აკრედიტაციის პროცედურების დაწყებას, აკრედიტაციის მოპოვებას და შემდგომ გამოცდების ორგანიზებას საკმაო დრო სჭირდება, 2024 წლის 1-ელი მარტისთვის, როდესაც რეგულაცია უნდა ამოქმედდეს, ბაზარზე არ იარსებებენ სერტიფიცირებული არქიტექტორები და ინჟინერ-მშენებლები.

კანონის პროექტის ინიციატორები „ქართული ოცნების“ დეპუტატების არიან, რომლებიც მის დაჩქარებული წესით განხილვას ითხოვენ. გადავადების შემთხვევაში, 2025 წლის 1 დეკემბრამდე დარჩება ძალაში სანებართვო დოკუმენტაციის საექსპერტო შეფასებისა და ტექნიკური ზედამხედველობის დროებითი წესი.

აღსანიშნავია, რომ არქიტექტურული პროექტის დამოწმების უფლებამოსილების მქონე არქიტექტორების, კონსტრუქციული პროექტის დამოწმებისთვის, სამშენებლო სამუშაოების განხორციელებისთვის პასუხისმგებელი ინჟინერ-მშენებლების, არქიტექტურული პროექტისა და კონსტრუქციული პროექტის ექსპერტების სავალდებულო სერტიფიცირება სამშენებლო კოდექსით არის გათვალისწინებული და თავდაპირველად 2022 წლის 1-ელი ოქტომბრიდან უნდა ამოქმედებულიყო, თუმცა 2024 წლის 1-ელ მარტამდე გადავადდა.

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…