ერთ თვეში 500 000 ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღეს – დაკავებულია 11 პირი

ერთ თვეში 500 000 ლარის უაქციზო სიგარეტი ამოიღეს – დაკავებულია 11 პირი

საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლებმა, 2024 წლის მარტის თვეში, საქართველოს მასშტაბით გატარებული ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებისა და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, გამოავლინეს მარკირებას დაქვემდებარებული დიდი ოდენობით აქციზური საქონლის, აქციზური მარკის გარეშე შენახვა-გადაზიდვა-რეალიზაციის 20 ფაქტი, რაზეც ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიეცა 28 პირი, მათგან დაკავებულია 11 პირი.

“საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, დანაშაულში მხილებული პირებისგან, ამოღებულია სარეალიზაციოდ განკუთვნილი სხვადასხვა დასახელების ჯამში 99 161 კოლოფი უაქციზო სიგარეტი, რომლის საერთო საბაზრო ღირებულება 500 000 ლარს აღემატება.

გამოძიება მიმდინარეობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-200 მუხლით, რაც სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას 6-დან 8 წლამდე ვადით”, – ნათქვამია საგამოძიებო სამსახურის განცხადებაში.

მსგავსი სიახლეები

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საპენსიო ფონდმა ₾9.4 მილიარდს გადააჭარბა

საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…
“საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება” – ალექსანდრე დარახველიძე მიგრაციის პოლიტიკაზე

“საქართველოს მოქალაქესთან ფიქციური ქორწინება დასჯადი ხდება” – ალექსანდრე დარახველიძე…

მიგრაციული პროცესების მართვის ეფექტიანი მექანიზმების შექმნისა და სახელმწიფო უსაფრთხოების გაძლიერების მიზნით, შსს-მ მასშტაბური საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი შეიმუშავა. შს მინისტრის მოადგილის, ალექსანდრე დარახველიძის…
20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა – ირაკლი კობახიძე

20-წლიანი ხელშეკრულების საფუძველზე 500 მლნ მ³ გაზი შემოვა –…

პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე აცხადებს, რომ აზერბაიჯანთან დამატებითი გაზის ხელშეკრულებაზე მიღწეული შეთანხმებით საქართველო დამატებითი გაზის ხელშეკრულებით კვლავ 500 მლნ მ3 გაზი შემოვა.…