საქართველოს ექსპორტი და იმპორტი შემცირდა

საქართველოს ექსპორტი და იმპორტი შემცირდა

საქსტატმა 2024 წლის მარტის საგარეო ვაჭრობის პირველადი სტატისტიკა გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, მარტში საქართველოდან 522 მილიონი დოლარის ღირებულების საქონელი გავიდა ექსპორტზე, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 4%-ით, ანუ 24 მილიონი დოლარით ნაკლებია.

ექსპორტთან ერთად შემცირებულია იმპორტის მოცულობაც, რამაც მარტში 1.1 მილიარდი დოლარი შეადგინა. ეს წლიურ ჭრილში 234 მილიონი დოლარით, ანუ 17%-ით ნაკლებია.

მთლიანობაში იანვარ-მარტის განმავლობაში საქართველოს ექსპორტი 1.32 მილიარდი დოლარი იყო (კლება 9%), ხოლო იმპორტმა 3.37 მილიარდი დოლარი შეადგინა, რაც წლიურ ჭრილში 5%-ით არის შემცირებული.

საქსტატი საგარეო ვაჭრობის დეტალურ ანგარიშს 19 აპრილს გამოაქვეყნებს, შესაბამისად ამ დღეს გაირკვევა თუ რა საქონლის ექსპორტი და იმპორტი არის შემცირებული. წინასწარი მონაცემებით, კლება დაკავშირებულია სპილენძის მადნების ექსპორტ-იმპორტის კლებასთან, ასევე მსუბუქი ავტომობილებით ვაჭრობის შემცირებასთან, თუმცა ზუსტი მონაცემები 19 აპრილს გახდება ცნობილი.

მსგავსი სიახლეები

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება…

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.…
პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ

პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში…

გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის…

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის…