„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„წინასააღდგომოდ კვერცხი არ გაძვირდება“ – უჩუმბეგაშვილი

„მეფრინველეობის განვითარების ასოციაციის“ ხელმძღვანელის ზურაბ უჩუმბეგაშვილის თქმით, აღდგომის დღესასწაულთან დაკავშირებით კვერცხზე ფასი არ გაიზრდება.

“საქმიანი დილის” ეთერში სტუმრობისას მან იმპორტირებული კვერცხის შემცირების მიზეზებზეც ისაუბრა და აღნიშნა, რომ თურქმა მწარმოებლებმა აქცენტი რუსულ ბაზარზე გააკეთეს, ამან კი საქართველოში წარმოების მაქსიმუმამდე ზრდა განაპირობა.

“არანაირი ფასის ზრდა დაგეგმილი არ არის, წარმოება ისეა გათვლილი, რომ ამ ეტაპზე ყველა ქართული წარმოება გასულია თავის მაქსიმუმზე, ანუ პიკზე. იმპორტი რომ შემცირდებოდა, წინა წლის ბოლოს ვიცოდით. მოგეხსენებათ, რომ იმპორტირებული ყოველთვის ეძებს მიმზიდველ ბაზარს, როცა რუსეთში წარმოების კატასტროფული ვარდნა დაფიქსირდა, ამის ფონზე დეფიციტი შეიქმნა და ფასები გაიზარდა. ამ ფონზე თურქეთმა მთელი რესურსი მიმართა რუსეთისკენ. ამიტომ ვამბობთ სულ, რომ იმპორტის იმედად არ უნდა ვიყოთ და გამართლდა ეს მოლოდინი“, – განაცხადა უჩუმბეგაშვილმა.

ინფორმაციისთვის, იანვარ-თებერვალში საქართველომ უცხოეთში 3,6 მლნ კვერცხი იყიდა. იმპორტირებული პროდუქტის ღირებულება 981 ათასი აშშ დოლარი იყო. გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მაჩვენებელი შემცირებულია, გასული წლის პირველ 2 თვეში 12, 2 მლნ კვერცხი ვიყიდეთ, წლის განმავლობაში კი 62,2 მლნ ცალი. საქართველო კვერცხს იმპორტს ძირითადად თურქეთიდან ახორციელებს.

მსგავსი სიახლეები

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

რა ეღირება დღეს დოლარი, ევრო, ლირა და სხვა ვალუტები?

17 მარტს ლარის მიმართ საქართველოს ძირითადი სავაჭრო პარტნიორების ვალუტების ოფიციალური კურსი ასეთია: 1 აშშ დოლარი 2.7290 ლარი. გაუფასურდა 0.31 თეთრი; 1 ევრო 3.1261…
ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

ილია მეორე საავადმყოფოში გადაიყვანეს

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, ილია მეორე, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესების გამო კავკასიის მედიცინის ცენტრში (CMC) გადაიყვანეს. არსებული ინფორმაციით, პატრიარქის მდგომარეობა წუხელ დამძიმდა. ამ…
შიდა წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება – კანონპროექტს პარლამენტი განიხილავს

შიდა წყლებში ნაოსნობის წესების დარღვევაზე ჯარიმები მკაცრდება – კანონპროექტს…

საქართველოში შიდა სახმელეთო წყლებში ნაოსნობისა და სანავიგაციო ნიშნების დაზიანებისათვის სანქციები იზრდება და ახალი ჯარიმები დაწესდება. შესაბამის კანონპროექტს, რომელიც „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილებებს“…