იტალია, საფრანგეთი, გერმანია – რომელ ევროპულ ქვეყანას აქვს ცირკულარული ეკონომიკა ყველაზე განვითარებული?

იტალია, საფრანგეთი, გერმანია – რომელ ევროპულ ქვეყანას აქვს ცირკულარული ეკონომიკა ყველაზე განვითარებული?

“ცირკულარული ეკონომიკის ქსელისა” (CEN) და “ახალი ტექნოლოგიის, ენერგეტიკისა და მდგრადი ეკონომიკური განვითარების ეროვნული სააგენტოს” ახალ კვლევაში ევროკავშირის ხუთი უდიდესი ეკონომიკა განიხილეს და შეადარეს, რომელი ევროპული ქვეყანა ავითარებს მდგრად წარმოებასა და მოხმარებას ყველაზე უკეთ.

კვლევაში განხილული 5 ქვეყნიდან – იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი და პოლონეთი – ყველაზე ეფექტური ცირკულარული ეკონომიკა იტალიას აღმოაჩნდა. ანგარიშის თანახმად, ქვეყნები ხუთი კატეგორიის მიხედვით შეფასდნენ, ესენია:

  1. წარმოება და მოხმარება
  2. ნარჩენების მართვა
  3. მეორეული ნედლეული
  4. კონკურენტუნარიანობა და ინოვაცია
  5. ეკოლოგიური მდგრადობა და გამძლეობა

მიუხედავად იმისა, რომ სხვადასხვა კატეგორიაში ქვეყნებმა ყველაზე მაღალი ქულების მოპოვება შეძლეს, საერთო ჯამში, ხუთივე კატეგორიის შეფასების შეჯამებით, ყველაზე მაღალი – 45 ქულა – იტალიამ მოიპოვა, რომელსაც 38 ქულით გერმანია, 30 ქულით საფრანგეთი, 26-26 ქულით კი პოლონეთი და ესპანეთი მოსდევს. იტალია აღმოჩნდა ქვეყანა, რომელსაც ევროკავშირში ნარჩენების მართვის ყველაზე ეფექტური სისტემა აქვს. ანგარიშის თანახმად, ნარჩენების გადამუშავების მაჩვენებელი 2017-2022 წლებში იტალიაში 3.4%-ით გაიზარდა და 49.2%-ს მიაღწია მაშინ, როდესაც ქვეყნის სამიზნე მაჩვენებელი 50%-ია.

კონკურენტუნარიანობისა და ინოვაციის კატეგორიაში ყველაზე მაღალი შეფასება გერმანიამ მოიპოვა, რომელსაც, კვლევის თანახმად, ცირკულარული ეკონომიკის აქტივობებში ყველაზე მაღალი ინვესტიცია აქვს ჩადებული. 2921 წელს გერმანიაში ამ მიმართულებით 31.5 მილიარდი ევრო დაიხარჯა. ამავე დროს, ცირკულარულ ეკონომიკასთან დაკავშირებულ სამსახურებში გერმანიაში 785 000 ადამიანია დასაქმებული.

ამავე დროს, გერმანიას აქვს ყველაზე მაღალი მაჩვენებელი სათბურის აირების ემისიების მიხედვით, თუმცა მისი სამომხმარებლო ნაკვალევი ყველაზე მცირეა.

კვლევის თანახმად, ბოლო 5 წლის განმავლობაში, იტალიამ, საფრანგეთმა და გერმანიამ სამომხმარებლო ნაკვალევი შეამცირეს, ესპანეთმა და პოლონეთმა კი – გაზარდეს. რაც შეეხება სათბურის აირების ემისიებს, 5 წლის განმავლობაში, გერმანიამ ის 15%-ით, ესპანეთმა – 13%-ით, საფრანგეთმა 8%-ით, იტალიამ და პოლონეთმა კი 1%-ით შეამცირეს.

მსგავსი სიახლეები

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება…

სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.…
პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ

პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში…

გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის…

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის…