2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში უმუშევრობის დონე შემცირდა

2024 წლის I კვარტალში საქართველოში უმუშევრობის დონე წინა წლის შესაბამის პერიოდთან
შედარებით 4.0 პროცენტული პუნქტით შემცირდა და 14% შეადგინა.

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, გაზრდილია როგორც დაქირავებით დასაქმებულთა, ასევე თვითდასაქმებულთა რიცხვი.

2024 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა რიცხოვნობა გაიზარდა 89.4 ათასი კაცით (10.4%) და 952.9 ათასს მიაღწია, ხოლო თვითდასაქმებულთა რიცხოვნობა 40.5 ათასით გაიზარდა (9.9%) და 448.2 ათასი შეადგინა. ამავე პერიოდში უმუშევართა რაოდენობა შემცირდა 50.6 ათასით (18.1%) და 228.6 ათასი შეადგინა.

2024 წლის I კვარტალში სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე (სამუშაო ძალის წილი 15 წლის
და უფროსი ასაკის მოსახლეობაში) წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით 3.1 პროცენტული
პუნქტით გაიზარდა და 55%-ით განისაზღვრა, ხოლო დასაქმების დონე გაიზარდა 4.7
პროცენტული პუნქტით და 47.3% შეადგინა. სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალაქის
ტიპის დასახლებებში გაზრდილია 2.8 პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო დასაქმების დონე ქალაქის ტიპის დასახლებებში გაზრდილია 5.2
პროცენტული პუნქტით, სოფლის ტიპის დასახლებებში – 3.9 პროცენტული პუნქტით და შესაბამისად
48.8 პროცენტს და 45.2 პროცენტს შეადგენს.

2024 წლის I კვარტალში წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით დაქირავებულთა წილი დასაქმებულთა საერთო რაოდენობაში 0.1 პროცენტული პუნქტით გაიზარდა და 68% შეადგინა.

2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, უმუშევრობის დონე
საქალაქო ტიპის დასახლებებში შემცირებულია 5.3 პროცენტული პუნქტით, ხოლო სოფლის ტიპის
დასახლებებში – 2.0 პროცენტული პუნქტით.

უმუშევრობის დონე ტრადიციულად მაღალია კაცებში, ქალებთან შედარებით. 2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, აღნიშნული მაჩვენებელი 4.0 პროცენტული პუნქტით არის შემცირებული როგორც ქალებში ასევე კაცებში და შესაბამისად 11.1 პროცენტს და 16.3 პროცენტს შეადგენს.

სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე ქალებთან შედარებით მაღალია კაცებში. 2024 წლის
I კვარტალში აღნიშნული მაჩვენებელი ქალებში 45.0 პროცენტს, ხოლო კაცებში 66.4 პროცენტს
შეადგენდა. წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით სამუშაო ძალის მონაწილეობის დონე
ქალებში გაზრდილია 3.1 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 2.8 პროცენტული პუნქტით.

2024 წლის I კვარტალში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, დასაქმების დონე
გაზრდილია ქალებში 4.4 პროცენტული პუნქტით, ხოლო კაცებში – 4.9 პროცენტული პუნქტით.

მსგავსი სიახლეები

საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს გამოყოფს

საქართველო უღარიბესი ქვეყნებისთვის გაეროს ადამიანის უფლებათა საბჭოში მონაწილეობისთვის $10,000-ს…

საქართველოს მთავრობის 16 დეკემბრის განკარგულებიდან ირკვევა, რომ პრემიერ-მინისტრის გადაწყვეტილებით, საგარეო საქმეთა სამინისტროს მიეცა უფლება გამოყოს 10,000 დოლარი ნებაყოფლობითი შენატანის სახით უღარიბესი…
10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…
საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკული და სხვა აკრძალული ნივთიერებების უკანონო გადაადგილების აღკვეთის მექანიზმებს ეხება. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის…