3 ივნისს, სასტუმრო „ქორთიარდ მარიოტში“, საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა ფორუმი გაიმართება, რომელიც ორგანიზებულია “თბილისის მეტროს“ პროექტის ფარგლებში, EBRD-ის გრანტის მხარდაჭერით, “მწვანე კლიმატის ფონდის” მეშვეობით. ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს.
ევროპის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკი ერთ-ერთ მნიშვნელოვან ორგანიზაციას წარმოადგენს, რომლის დაფინანსებით, 2016 წლიდან დღემდე, საზოგადოებრივი ტრანსპორტის განახლების მიმართულებით, არაერთი წარმატებული პროექტი განხორციელდა. ამჟამად, ბანკის მხარდაჭერით, თბილისის სატრანსპორტო კომპანიაში „შესაძლებლობების განვითარების და დაინტერესებული მხარეების ჩართულობის პროგრამა“ მიმდინარეობს.
მერიის ცნობით, ფორუმის მიზანია, შეიქმნას ერთობლივი გარემო, სადაც დაინტერესებულ მხარეებს, შესაძლებლობა ექნებათ ჩაერთონ კონსტრუქციულ დიალოგში.
ღონისძიებაზე ყურადღება გამახვილდება თბილისის მერიის სატრანსპორტო რეფორმის ფარგლებში უკვე განხორციელებულ თუ დაგეგმილ პროექტებზე. ფორუმზე, მსჯელობა, ასევე, შეეხება საზოგადოებრივი ტრანსპორტის მომხმარებელთა საჭიროებებს, არსებულ გამოწვევებსა და პრიორიტეტულ მიმართულებებსაც.
ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა საერთაშორისო საფინანსო და არასამთავრობო ორგანიზაციების, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები, ადგილობრივი ექსპერტები და სხვა დაინტერესებული მხარეები.
გარდა ამისა, დაინტერესებულ პირებს, საშუალება ექნებათ ფორუმში მონაწილეობა დისტანციურად მიიღონ, რისთვისაც შეუძლიათ გამოიყენონ შემდეგი ბმული:
აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…