მომდევნო წელს აჭარაში 6 მლნ ტურისტის მასპინძლობისთვის ვემზადებით – ბათუმის მერი

მომდევნო წელს აჭარაში 6 მლნ ტურისტის მასპინძლობისთვის ვემზადებით – ბათუმის მერი

ბათუმის მერი, არჩილ ჩიქოვანი ამბობს, რომ მიმდინარე წლის პირველ კვარტალში, გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, აჭარაში ტურისტების რაოდენობა 10%-ზე მეტად გაიზარდა.

როგორც მან ადგილობრივი ეკონომიკური განვითარების ფორუმზე ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო წლისთვის აჭარა 6 მილიონზე მეტი ტურისტის მიღებას ელის, საიდანაც 80%-ზე მეტი ბათუმის ვიზიტორი იქნება.

მისივე თქმით, წლევანდელ სეზონს ბათუმი ბევრი სიახლით ხვდება.

“ძალიან მნიშვნელოვანი ინფრასტრუქტურული ღონისძიება განხორციელდა სერვისების განვითარების კუთხით. აჭარაში და კონკრეტულად ბათუმში გვაქვს ძალიან ბევრი სიახლე. მხოლოდ გუშინ რამდენიმე ატრაქცია და ობიექტი გავხსენით, რომელიც მნიშვნელოვანი იქნება ამ მიმართულებით.

მნიშვნელოვანია, რომ ტურიზმის მიმართულებით გვაქვს ზრდა 2023 წელთან შედარებით, ასევე 2019 წელთან შედარებით. შეიქმნა ახალი განთავსების ადგილები, ახალი გასართობი, რეკრეაციული, შემეცნებითი სივრცეები, სკვერები, პარკები და ველოდებით ტურისტული სეზონის გახსნას.

როგორც გუშინ აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ განაცხადა, უკვე 2025 წლისთვის 6 მლნ ტურისტის მასპინძლობისთვის ვემზადებით. შარშან 4.6 მლნ-ზე მეტ ტურისტს ვუმასპინძლეთ და ეს მოლოდინები რა თქმა უნდა, რეალისტურია ჩვენი ინფრასტრუქტურით, იმ დატვირთულობით, რაც ბოლო პერიოდში აქვს აჭარას, მზარდი წარმატებებით და აღიარებებით, რაც აქვს ბათუმს“,- განაცხადა ბათუმის მერმა.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

“მომავალი წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70 წელს ზემოთ – ₾60-ით” – კვიჟინაძე

“მომავალი წლიდან 70 წლამდე პირთა პენსია ₾20-ით გაიზრდება, 70…

პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარე, პაატა კვიჟინაძის განცხადებით, 2027 წლიდან, 70 წელს ქვემოთ პირების პენსია 20 ლარით 390 ლარამდე გაიზრდება, 70 წელს…
აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა – PMC

აგვისტოში საქართველოში სასტუმროები 7%-ით გაძვირდა – PMC

PMC-ის კვლევის თანახმად, 2026 წლის აგვისტოში საქართველოს სასტუმროს ფასების ინდექსი ივლისთან შედარებით 2.3%-ით გაიზარდა. წლიურ ჭრილში კი 2025 წლის აგვისტოსთან შედარებით,…
ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა, ევროსთან გაუფასურდა

30 სექტემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6047 ლარი გახდა.…