გლობალურად ჰესების დადგმული სიმძლავრე 13.7 გგვტ-ით გაიზარდა – სადაა საქართველო მსოფლიო რეიტინგში?

გლობალურად ჰესების დადგმული სიმძლავრე 13.7 გგვტ-ით გაიზარდა – სადაა საქართველო მსოფლიო რეიტინგში?

საერთაშორისო ჰიდროენერგეტიკულმა ასოციაციამ (IHA) ყოველწლიური ანგარიში გამოაქვეყნა, რომელშიც აღნიშნულია, რომ 2023 წელს მსოფლიოში დადგმული სიმძლავრე 1,416 გგვტ-მდე გაიზარდა.

გასულ წელს ჰიდროენერგეტიკული სიმძლავრე 7.2 გგვტ-ით გაიზარდა და 1,237 გიგავატს მიაღწია, ხოლო ახალი ჰიდრომააკუმულირებელი სადგურების დადგმული სიმძლავრე 6.5 გგვტ-ით, 179 გიგავატამდე გაიზარდა.

IHA-ს ანგარიშის თანახმად, გენერაციის ახალი სიმძლავრეების მიხედვით, საქართველო 54 ქვეყანას შორის 37-ე ადგილზეა. გასულ წელს საქართველოში მხოლოდ 6 მცირე ჰესი შევიდა ექსპლუატაციაში, რომელთა ჯამური დადგმული სიმძლავრეც 9 მგვტ-მდე იყო. აღსანიშნავია, რომ რეიტინგში 49 მგვტ ახალი სიმძლავრით 29-ე ადგილზეა მეზობელი სომხეთი. კიდევ უფრო კარგი შედეგი აქვს აზერბაიჯანს და 147 მგვტ ახალი გენერაციით მე-17 ადგილზეა. გლობალური რეიტინგის სათავეში, 6,749 მგვტ ახალი დადგმული სიმძლავრით, კვლავ ჩინეთია.

მსგავსი სიახლეები

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების…

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…
ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა, რომელიც საქართველოს მეცნიერებათა ეროვნული აკადემიის დაარსების 85-ე წლისთავს მიეძღვნა

ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო კონფერენცია გაიმართა,…

ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში  საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე, „მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკების მდგომარეობა და გამოწვევები  თანამედროვე ეტაპზე“. აღნიშნული კონფერენცია მიეზღვნა…