2024 წლის იანვარ-მაისში საქართველოში საქონლით საგარეო სავაჭრო ბრუნვამ (არადეკლარირებული ვაჭრობის გარეშე) 8 მილიარდ 419 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელზე 2.3%-ით ნაკლებია.
საქსტატის მიერ დღეს გამოქვეყნებული საგარეო ვაჭრობის ექსპრეს მონაცემების მიხედვით, პირველ ხუთ თვეში ექსპორტი 9.2%-ით 2 მილიარდ 274 მილიონ დოლარამდე შემცირდა, ხოლო იმპორტი მცირედ – 0.5%-ით 6 მილიარდ 146 მილიონ დოლარამდე გაიზარდა.
ამ პერიოდის განმავლობაში, წლიურად შემცირდა სავაჭრო სალდოც, რაც იმას ნიშნავს რომ მთლიან სავაჭრო ბრუნვაში იმპორტის მაჩვენებელი ექსპორტს აღემატება. უარყოფითმა სავაჭრო ბალანსმა 2024 წლის იანვარ-მაისში 3 მილიარდ 872 მილიონი დოლარი შეადგინა, რაც საგარეო სავაჭრო ბრუნვის 46%-ია.
საქართველოს ეროვნული ბანკის თანახმად, საქართველოში საკრედიტო აქტივობა მზარდია, თუმცა სესხებზე საპროცენტო განაკვეთების დინამიკა ვალუტისა და სესხის ტიპის მიხედვით განსხვავდება. მონეტარული პოლიტიკის…
ბათუმში, ვიცე-პრემიერი, საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი ტაჯიკეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრს სიროჯიდინ მუხრიდინს შეხვდა. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს. უწყების…
ციფრული ლარი საპილოტე პროექტია და ამ ეტაპზე მისი საყოველთაო შემოღება არ იგეგმება, – ამის შესახებ საქართველოს ეროვნული ბანკის განცხადებაშია აღნიშნული. „საქართველოს…