მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოში მსუბუქი ავტომობილების იმპორტი და ექსპორტიც შემცირებულია.
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, იანვარ-მაისში საქართველოში 907.3 მლნ აშშ დოლარის ავტომობილები შემოვიდა, რაც 23.4%-ით ნაკლებია, გასული წლის საანგარიშო პერიოდის მაჩვენებელზე. მთლიან იმპორტში მსუბუქი ავტომობილების წილი 20.6%-დან 15.7%-მდე შემცირდა. ავტომობილების ექსპორტიდან 739.6 მლნ-ს შემოსავალი მიიღო ქვეყანამ, რაც ასევე 7%-ით ნაკლებია 2023 წლის იანვარ-მაისის მაჩვენებელზე.
მსუბუქი ავტომობილების TOP-5 იმპორტიორი ქვეყანა იანვარ-მაისში:
აშშ – $549.9 მლნ. კლება 29.8%;
გერმანია – $139.2 მლნ. ზრდა 7.1%;
იაპონია – $138.7 მლნ. კლება 29.8%;
სამხრეთ კორეა – $20.2 მლნ. ზრდა ზრდა 24.6%;
ჩინეთი – $18.5 მლნ. ზრდა 53.8 ზრდა.
საქართველოსთვის ავტომობილების მთავარი საექსპორტო ბაზარი კვლავ შუა აზიაა და ყირგიზეთში მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი რეკორდულ ნიშნულზეა.
პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…
24 აგვისტოს ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.6121 ლარი გახდა.…
განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო ჰარვარდის დევისის ცენტრის საქართველოს შემსწავლელი პროგრამის შესახებ განცხადებას ავრცელებს. „გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ სრული და ზუსტი ინფორმაცია…