მიმდინარე წლის 5 თვეში საქართველოს 6 მილიარდიან იმპორტში ჰონ-კონგმა უმსხვილესი საიმპორტო ქვეყნების რეიტინგში ათეულში გადაინაცვლა. ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ამ პერიოდის განმავლობაში ჰონ-კონგიდან საქონლის შესაძენად საქართველოდან 128 მილიონ 141 ათასი დოლარი გავიდა, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელს 219%-ით აღემატება. შედეგად საიმპორტო ქვეყნების TOP-10-ეულში ჰონ-კონგმა 2.1%-იანი წილით მეცხრე ადგილი დაიკავა.
ჩინეთის სახალხო რესპუბლიკის სპეციალური ადმინისტრაციულ რეგიონებთან, ქალაქ სახელმწიფო ჰონ-კონგთან ვაჭრობის ისტორიაში იმპორტის მაჩვენებელი 5 თვის მონაცემებით რეკორდულია.
საგარეო ვაჭრობის პორტალის მონაცემებით, წელს ჰონ-კონგიდან ძირითადად გამომთვლელი მანქანები, რადიოაპარატურა და სატელეფონო აპარატები შევისყიდეთ. იმპორტირებული საქონლის TOP-10-ეული ასეთია:
გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $73.9 მლნ, 251 ტონა;
სატელეფონო აპარატები, ფიჭური ქსელებისთვის ან სხვა უსადენო ქსელებისთვის – $11.8 მლნ, 71 ტონა;
სინთეზური ბოჭკოებისაგან, ძირითადად ან მხოლოდ ბამბის დამატებით ქსოვილები – $1.2 მლნ, 69 ტონა;
მიმღები სატელევიზიო კავშირის აპარატურა – $1.1 მლნ, 47 ტონა;
რაც შეეხება ექსპორტს, მიმდინარე წლის იანვარ-თებერვალში ჰონ-კონგში ჯამში 2 მილიონ 726 ათასი დოლარის ღირებულების საქონელი გავყიდეთ. ეს კი წლიურად შემცირებული მაჩვენებელია. გასული წლის ამავე პერიოდში ექსპორტით მიღებული შემოსავალი 4 მლნ დოლარი იყო.
ექსპორტირებული საქონლის ჩამონათვალი არც ისე დიდია. TOP-5 საქონლის რეიტინგი ასეთია:
კოსმეტიკური საშუალებები ან მაკიაჟისა და კანის მოვლის საშუალებები – $586 ათასი, 5 ტონა;
შშ-ის საელჩოში სტაჟირების პროგრამა გამოცხადდა. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეეძლებათ საქართველოში მოქმედი უმაღლესი სასწავლებლების სტუდენტებს. სტაჟირების პროგრამა გამოცხადებულია საჯარო დიპლომატიის, ობიექტების მართვისა…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში ათი უმსხვილესი საექსპორტო პარტნიორი ქვეყნის წილმა საქართველოს მთლიან ექსპორტში 68.8 პროცენტი შეადგინა. უმსხვილეს საექსპორტო…
სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ანგარიშით, 2026 წლის იანვარ-აგვისტოში საქართველოდან განხორციელებული საქონლის ექსპორტის მოცულობამ (არადეკლარირებული ექსპორტის გარეშე) 5 422.5 მლნ. აშშ დოლარი შეადგინა,…