ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – რით ვვაჭრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან?

ჩინეთი საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია – რით ვვაჭრობთ სტრატეგიულ პარტნიორთან?

2024 წლის იანვარ-მაისის წინასწარი მონაცემებით, ჩინეთი, 691.6 მილიონ დოლარიანი ბრუნვით, საქართველოს მესამე უმსხვილესი სავაჭრო პარტნიორია. საქსტატის მონაცემებით, წლის პირველ ხუთ თვეში ჩინეთზე საქართველოს მთლიანი სავაჭრო ბრუნვის 8.2% მოდიოდა.

აღსანიშნავია, რომ ამ პერიოდში საქართველომ ჩინეთიდან 5-ჯერ მეტი პროდუქცია იყიდა, ვიდრე გაყიდა. ამასთან, წლიურ ჭრილში იმპორტის ზრდა და ექსპორტის კლება ფიქსირდება.

ჩინეთიდან იმპორტი

577.9 მლნ დოლარის იმპორტით, ჩინეთი საქართველოს მეოთხე უმსხვილესი საიმპორტო პარტნიორია. წლის პირველ 5 თვეში იმპორტი 33%-ით გაიზარდა და საქართველოს მთლიან იმპორტში მისი წილი 9.4% იყო.

ჩინეთიდან საქართველოში იმპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასე გამოიყურება:

  • გამომთვლელი მანქანები და მათი ბლოკები – $22.8 მლნ;
  • ბრტყელი ნაგლინი ნახშირბადიანი ფოლადისაგან სიგანით 600 მმ ან მეტი – $20.9 მლნ;
  • სატვირთო ავტომობილები – $19.9 მლნ;
  • მოწყობილობები ჰაერის კონდენცირებისათვის – $19.5 მლნ;
  • მსუბუქი ავტომობილები – $18.6 მლნ.

 

ჩინეთში ექსპორტი

ჩინეთი მეშვიდეა საქართველოს საექსპორტო პარტნიორების ჩამონათვალში. იანვარ-მაისში ექსპორტი წლიურად 41.2%-ით შემცირდა და 113.7 მლნ დოლარი შეადგინა, რაც მთლიანი ექსპორტის 5%-ია.

ექსპორტირებული უმსხვილესი სასაქონლო ჯგუფები ასე გამოიყურება:

  • ძვირფასი ლითონების მადნები და კონცენტრატები – $72.6 მლნ;
  • კოჭა, ზაფრანა, ურცი, დაფნის ფოთოლი, კარი და სხვა სანელებლები – $15.8 მლნ
  • ხელსაწყოები და მოწყობილობები მედიცინაში ან ვეტერინარიაში გამოსაყენებელი – $10 მლნ;
  • სპილენძის ნარჩენები და ჯართი – $4.2 მლნ;
  • ყურძნის ნატურალური ღვინოები – $3 მლნ.

ცნობისთვის, ჩინეთთან თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება 2018 წლის 1-ელ იანვარს ამოქმედდა. საქართველომ ჩინეთთან სტრატეგიული პარტნიორობის შესახებ შეთანხმება გასულ წელს გააფორმა. ამასთან, მიმდინარე წლის 28 მაისიდან საქართველოსა და ჩინეთს შორის უვიზო მიმოსვლის შესახებ შეთანხმება შევიდა ძალაში.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა – ღვინის ეროვნული სააგენტო

10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ…

2025 წლის 10 თვეში საქართველოდან აშშ-ში ღვინის ექსპორტი 22.9%-ით 4.9 მლნ დოლარამდე შემცირდა. შედეგად წელს აშშ-ში 794 607 ლიტრი ღვინო გავიტანეთ.…
საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

საბაჟოზე კონტროლი მკაცრდება

პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს „საბაჟო კოდექსში“ ცვლილებას, რომელიც ნარკოტიკული და სხვა აკრძალული ნივთიერებების უკანონო გადაადგილების აღკვეთის მექანიზმებს ეხება. “ქართული ოცნების” შინაგან საქმეთა მინისტრის…
ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნულმა ბანკმა რეფინანსირების განაკვეთი უცვლელად, 8%-ზე დატოვა

ეროვნული ბანკის მონეტარული პოლიტიკის კომიტეტმა დღევანდელ სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთის უცვლელად, 8%-ზე დატოვების გადაწყვეტილება მიიღო. სებ-ი მიუთითებს, რომ იმის მიუხედავად, რომ ნოემბერში…