ქართული კომპანია E60 Shipping Line-ი ფოთი-კონსტანცას ხაზზე საბორნე მიმოსვლას სექტემბრიდან აფართოებს.
როგორც კომპანიის დირექტორმა, შალვა წაქაძემ bm.ge-სთან განაცხადა, გაფართოების გადაწყვეტილება გადაზიდვებზე არსებული გაზრდილი მოთხოვნის ფონზე მიიღეს.
“ჩვენ, ამ ხაზზე ახალი გემი ჯერ არ დაგვიმატებია. ერთი გემი გვყავდა, რომელსაც საიჯარო ვადა გაუვიდა და ახლა, ჩავანაცვლეთ სხვა, მეორე გემით. პარალელურად, ვმუშაობთ მეორე გემის შეძენაზე. ეს სამუშაოები დამთავრდება ზაფხულის განმავლობაში და სექტემბრიდან ახალი გემით დავიწყებთ ოპერირებას.
საქართველოდან მოთხოვნა და შესაბამისად დატვირთულობა 80%-ის ფარგლებშია. ხოლო რუმინეთიდან 100%-ია დატვირთულობა. მოთხოვნა კი, ბევრად მეტია. მნიშვნელოვანი სიახლეა, რომ ქართული კომპანია მეორე გემს შეიძენს”, – განაცხადა წაქაძემ bm.ge-სთან.
ამასთან, E60 Shipping Line-ი უახლოეს თვეებში გეგმავს, რომ საქართველოდან რუმინეთს შორის რეგულარული საბორნე სამგზავრო გადაყვანებიც დაიწყოს, რის შესახებაც დეტალები უახლოეს პერიოდში გახდება ცნობილი.
ცნობისთვის, საქართველო-რუმინეთს შორის კომპანია E60 Shipping Line-მა საბორნე გადაზიდვები გასული წლის ივნისში დაიწყო.
ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე, „მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკების მდგომარეობა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე“. აღნიშნული კონფერენცია მიეზღვნა…