ფოთის საზღვაო ნავსადგური 2024 წლის პირველ ნახევარში272,178 TEU კონტეინერს მოემსახურა. APM Terminals Poti-ის მონაცემებით, 2024 წლის იანვრიდან დღემდე, ნავსადგურში ყველაზე მეტი – 53 129 TEU კონტეინერი მაისში დამუშავდა. კონტეინერების გადამუშავებაში წლიურად კლება 7.6%-ია. 2023 წლის 6 თვეში 294 676 ერთეული კონტეინერი იყო გადამუშავებული, 2022 წლის 6 თვეში – 166 990 TEU.
დამუშავებული კონტეინერის რაოდენობა II კვარტალში
აპრილი – 45 989 TEU მაისი – 53 129 TEU ივნისი – 46 548 TEU
2024 წლის მეორე კვარტალის მონაცემებით, მზარდია მანქანების დამუშავების რაოდენობაც. ჯამში, 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე ნავსადგურში 39 762 ავტომობილი დამუშავდა, ეს თითქმის რეკორდული 2023 წლის მაჩვენებელია (2023 წლის 6 თვე 40 504 ერთეული)
მაისთან შედარებით ივნისში გაზრდილია გენერალური ტვირთის რაოდენობაც. 2024 წლის დასაწყისიდან დღემდე, APM Terminals Poti-მა ჯამში 120 144 ტონა გენერალური ტვირთი დაამუშავა, მათ შორის მხოლოდ მეორე კვარტალში 82,863 ტონა ტვირთის მომსახურება მოხდა.
საქართველოს უმსხვილესი პორტის მფლობელის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში, ნავსადგურმა 158 საკონტეინერო გემი მიიღო (2023 წლის 6 თვე 167 გემი, 2022 წელი – 98 გემი)
საკონტეინერო გემების რაოდენობა II კვარტალში
აპრილი – 27 გემი მაისი – 30 გემი ივნისი – 27 გემი
რაც შეეხება საბორნე ტვირთებს. APM Terminals Poti-ის მონაცემებით, 2024 წლის 6 თვეში საბორნე ტვირთმა81 816 ტონა შეადგინა, 2022 ეს მაჩვენებელი 70 373 ტონა იყო, 2023 წელს კი 562 ტონა.
ინფრასტრუქტურის მინისტრის რევაზ სოხაძის განცხადებით, თბილისის 21-ე საჯარო სკოლაში 18 სექტემბრიდან სასწავლო პროცესის შეჩერებასთან დაკავშირებით განათლების სამინისტრომ, სამხარაულის ექსპერტიზის დასკვნაზე დაყრდნობით,…
საქართველოში მოქმედი ტაქსის კომპანია Bolt-ი 2026 წლის 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფებს აძვირებს. Bolt-ის საიტზე წერია, რომ 18 სექტემბრიდან მგზავრობის ტარიფები ყველა კატეგორიაში…
ვიცე-პრემიერმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა შეხვედრა გამართა გაეროს ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაციის გენერალურ მდივანთან, შაიხა ნასერ ალ ნუვაისთან, რომელიც პირველი ოფიციალური…