2023 წლის განმავლობაში საქართველოს მთავრობას სუბსიდირებული კონცერტების ორგანიზება 37 მილიონი ლარი დაუჯდა, ხოლო ბილეთების რეალიზაციიდან მიღებული შემოსავალი 15 მილიონი ლარი იყო – ამის შესახებ “ბლექ სი არენა ჯორჯიას” მიერ გამოქვეყნებული 2023 წლის ფინანსური ანგარიშიდან ირკვევა.
2023 წლის განმავლობაში სახელმწიფო სუბსიდიით ბრუნო მარსის, Imagine Dragons-ისა და The Killers-ის კონცერტები გაიმართა. სუბსიდირებული კონცერტები სახელმწიფო პროგრამა Starring Georgia-ს ფარგლებში იმართება, რომლისთვისაც 2023-2024 წლებში 70 მილიონი ლარი არის გამოყოფილი.
ამ ღონისძიებებიდან მიღებული შემოსავლები კი ასე ნაწილდება:
ფინანსური ანგარიშის თანახმად, “ბლექ სი არენა ჯორჯიამ” გასულ წელს კონცერტების მარკეტინგზე 1,449,000 ლარი დახარჯა, სამივლინებო ხარჯები 666,000 ლარი, სახელფასო ხარჯები კი 3,135,000 ლარი იყო.
“ბლექ სი არენა ჯორჯიას” ანგარიშის თანახმად, არტისტების და სხვა საკონცერტო მომსახურების ხარჯები 37,261,000 ლარს შეადგენდა, თუმცა ის ჩაშლილი სახით არაა წარმოდგენილი, შესაბამისად, უცნობია, რამდენი მილიონის ანაზღაურება გადაუხადა კომპანიამ კონკრეტულ არტისტებსა და შუამავალ კომპანიებს.
“ბლექ სი არენა ჯორჯიას ღონისძიებების ორგანიზებაში და მსოფლიო დონის ვარსკვლავებთან ურთიერთობაში, ძირითადად პარტნიორობას უწევენ შემდეგი კომპანიები: შპს გლობალ ენთერთეინმენთ გრუფ, CREATIVE MANAGEMENT LTD და სხვა,”- ნათქვამია კომპანიის 2023 წლის ანგარიშში.
ცნობისთვის, 2022 წლიდან მოყოლებული “ბლექ სი არენა ჯორჯია” კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს დაქვემდებარებაში იმყოფება.
ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…
ივანე ჯავახიშვილის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე, „მსოფლიოსა და ეროვნული ეკონომიკების მდგომარეობა და გამოწვევები თანამედროვე ეტაპზე“. აღნიშნული კონფერენცია მიეზღვნა…