რას თვლის კონკურენციის სააგენტოს მთავარ მიღწევებად ირაკლი ლექვინაძე?

რას თვლის კონკურენციის სააგენტოს მთავარ მიღწევებად ირაკლი ლექვინაძე?

კონკურენციისა და მომხმარებლის დაცვის სააგენტოს (GCCA) თავმჯდომარე, ირაკლი ლექვინაძე ჟენევაში, გაეროს ვაჭრობისა და განვითარების კონფერენციაზე (UNCTAD) სიტყვით გამოვიდა.

ლექვინაძემ სიტყვით გამოსვლისას საქართველოში კონკურენციის პოლიტიკის გაძლიერების მიზნით განხორციელებულ რეფორმებზე, მიღწევებზე ისაუბრა და ყურადღება გასულ წლებში დასრულებულ საქმეებზე გაამახვილა.

„GCCA 10 წლის არის და აღნიშნულ პერიოდში რეფორმების რამდენიმე ეტაპი გაიარა. კერძოდ, 2020წელს, კონკურენციის კანონმდებლობაში მნიშვნელოვანი ცვლილებები განხორციელდა, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან ჰარმონიზაციის პროცესის საუკეთესო მაგალითია. 2021-2022 წელს, ანტიდემპინგის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ კანონების აღსრულება დავიწყეთ. მუდმივ რეჟიმში მიმდინარეობს ევროკავშირის კანონმდებლობასთან თანხვედრის შეფასება. დღეს, ევროკავშირის ექსპერტების შეფასებით,კონკურენციის კანონმდებლობის ევროპულ კანონმდებლობასთან შესაბამისობა 75%-ზე მეტია, რაც 2022 წელს 60%-ს შეადგენდა. ამ ეტაპზე, მიღებულია რეკომენდაციები და ვგეგმავთ შემდეგ ნაბიჯებს, რომ სრულ თანხვედრაში ვიყოთ ევროპულ კანონმდებლობასთან.

2020-2024 წლებში, ბაზრებზე კონკურენციის გაუმჯობესების მიზნით, GCCA-მ მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები მიიღო. დასრულდა 20 მოკვლევა. მათ შორის, შეთანხმებული ქმედებები დადასტურდა: ფარმაციის, საწვავის ბაზარზე და კინოთეატრების ონლაინ გაყიდვების ბაზარზე”, – განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ლექვინაძემ.

მისივე განმარტებით, 2020-2024 წლებში, GCCA-ის მიერ 11 ბაზრის მონიტორინგი დასრულდა. მათ შორის, ფარმაციის, საწვავის, საბანკო დაზღვევის და ა.შ. ფარმაციის ბაზარზე გაცემული 13 რეკომენდაციიდან მთავრობის მიერ დიდი ნაწილი დანერგილია.

მსგავსი სიახლეები

6-ზე მეტი წლის ავტომობილების იმპორტს მთავრობა აღარ კრძალავს. გაიზრდება აქციზის ტარიფი – ირაკლი კობახიძე

6-ზე მეტი წლის ავტომობილების იმპორტს მთავრობა აღარ კრძალავს. გაიზრდება…

მთავრობამ 6 წელზე მეტი ასაკის ავტოიმპორტის აკრძალვა გადაიფიქრა. ამის შესახებ პრემიერ-მინისრმა ირაკლი კობახიძემ  ცოტა ხნის წინ გამართულ სხდომაზე განაცხადა. “ჩვენ შემოვიღეთ…
მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან სრული გრაფიკით იმუშავებს

მეტროსადგური ვარკეთილი 16 მარტიდან სრული გრაფიკით იმუშავებს

მეტროსადგური „ვარკეთილი“ 16 მარტიდან მგზავრებს კვლავ ჩვეულ რეჟიმში, 06:00-დან 00:00 საათამდე მოემსახურება. მიუხედავად იმისა, რომ სადგური სრულად იხსნება, სარეაბილიტაციო სამუშაოები ჯერ…
ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს შეხვდა

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე საქართველოში ისრაელის ელჩს ვალიდ აბუ ჰაიას შეხვდა. მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, შეხვედრაზე პრემიერმა შეშფოთება გამოხატა ახლო აღმოსავლეთში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით და ისრაელს…