“[სტარტაპ ეკოსისტემის] ზრდის ტენდენცია, გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარეობს”- GITA

“[სტარტაპ ეკოსისტემის] ზრდის ტენდენცია, გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარეობს”- GITA

საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს თავმჯდომარე, ავთანდილ კასრაძე BM.GE-სთან სტარტაპ ეკოსისტემაზე საუბრობს და აცხადებს, რომ ზრდის ტენდენცია გეომეტრიული პროგრესიით მიმდინარეობს.

მისი შეფასებით, ბოლო 2 წელში, საერთაშორისო ინვესტიციების მოზიდვის კუთხით ქვეყნისთვის გარდამტეხი პერიოდი იყო. სწორედ ამ პერიოდში, საქართველომ მსოფლიო რუკაზე თავი კარგად წარმოაჩინა.

„როდესაც ვსაუბრობთ სტარტაპ ეკოსისტემაზე და მის განვითარებაზე, ბოლო ათი წელი არის ჩვენთვის პირველი ათი წელი. 2014 წელს, როდესაც საქართველოს ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტო შეიქმნა, ორივე ხელის თითებს ვერ გამოვიყენებდით იმისათვის, რომ ჩამოგვეთვალა ის ადამიანები, რომლებსაც ესმოდათ რა არის ინოვაციური სტარტაპი და იყვნენ ამ ეკოსისტემის მონაწილე. საქართველოს მთავრობამ და GITA-მ აქსელერაციის პროგრამები, ინკუბაციის პროგრამები, საგრანტო დაფინანსების პროგრამები და ა.შ. დაამატეს. შედეგად, დღეს ვხედავთ წარმოუდგენელ შედეგს. კერძოდ, პირველ 10 წელიწადში, სტარტაპებმა, რომლებშიც საქართველოს მთავრობამ 40 მლნ ლარი განახორციელა, მათ ნახევარ მილიარდზე მეტი საერთაშორისო ინვესტიცია მოიზიდეს. ვფიქრობ, ეს ნამდვილად დასაწყისია, რადგან ვხედავთ, რომ ამ მიმართულებით გეომეტრიული პროგრესიით ზრდა გვაქვს.

საერთაშორისო ინვესტორების მოზიდვის კუთხით, ბოლო 2 წელი იყო გარდამტეხი, როდესაც შევძელით, რომ საქართველო მსოფლიო რუკაზე თავი კარგად წარმოგვეჩინა. ამაში მთავარი როლი არა მარტო ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს სილიკონ ველის ვენჩურულ ინვესტორებთან მუდმივი პარტნიორობა, არამედ უკვე წარმატებულმა სტარტაპების მაგალითებმა ითამაშეს.

დღეს, საქართველოში მოქმედი ვენჩურული ფონდი არის ერთი. თუმცა, არის რეგიონალური ფონდები, სადაც მათ შორის საქართველოა. დღეს საუბარია იმაზე, რომ საქართველო გახდეს უმთავრესი ინვესტიციის მიმართვის ადგილი, სადაც განახორციელებენ ინვესტიციებს და ამ მიმართულებით 4 სხვადასხვა ვენჩურული ფონდი, კერძოდ ბრიტანული, თურქული, ჰოლანდიური და კიდევ ერთი ჰოლანდიური ფონდი გველაპარაკებიან იმაზე, რომ საქართველოზე მოხდეს მეტი ფოკუსი და ამ მიმართულებით ხედავენ, რომ ზრდა არის ძალიან მაღალი და მათ ფულის ჩადება აინტერესებთ“,-აცხადებს კასრაძე.

მისი განმარტებით, ამ დროისათვის სააგენტოს 244 ბენეფიციარი ჰყავს დაფინანსებული. თუმცა, საქართველოში არსებული სტარტაპების ზუსტი რაოდენობის თქმა რთულია, ვინაიდან მათი აღრიცხვა არ ხდება.

„რამდენიმე თვის წინ, 10-წლიანი სამომავლო გეგმა წარმოვადგინეთ, სადაც დადგინდა, რომ ინოვაციური სტარტაპის სტატუსი ოფიციალურად უნდა განისაზღვროს. ისინი პირველი სამი წლის განმავლობაში გადასახადებისგან გათავისუფლებულები იქნებიან. აქედან გამომდინარე, ინოვაციური სტარტაპების ზუსტი რაოდენობაც გვეცოდინება. ჩემი ვარაუდით, დაახლოებით 300-400-მდე სტარტაპი შეიძლება კვალიფიცირდეს ინოვაციურ სტარტაპად“,- განაცხადა GITA-ს თავმჯდომარემ.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს მიაღწია – TBC Capital

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონ ლარს…

2025 წელს ლუდის ქართული მწარმოებლების ბრუნვამ 636 მილიონი ლარს მიაღწია, ხოლო 2019-2025 წლებში საშუალო წლიურმა ზრდის ტემპმა (CAGR) 12.1% შეადგინა. ამის…
2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ აშშ დოლარი შეადგინა

2026 წლის ივლისში ეროვნული ბანკის წმინდა შესყიდვებმა 488.2 მლნ…

2026 წელს, სავალუტო ბაზარზე არსებული ვითარების შესაბამისად, საქართველოს ეროვნულმა ბანკმა საერთაშორისო რეზერვების შევსება განაგრძო, – ამის შესახებ ინფორმაციას ეროვნული ბანკი ავრცელებს.…
14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული – გივი მიქანაძე

14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული…

პირველი, მეშვიდე, მეათე კლასის სახელმძღვანელოების ბეჭდვის პროცესი დასრულების პროცესშია – 14 სექტემბრის ჩათვლით, ყველა სკოლაში იქნება ყველა სახელმძღვანელო დარიგებული, – ამის…