2025 წელს უძრავი ქონება 10%-ით გაძვირდება, რაც ჩვენი ბაზრისთვის ბუნებრივი ზრდის ტემპია – არსი

2025 წელს უძრავი ქონება 10%-ით გაძვირდება, რაც ჩვენი ბაზრისთვის ბუნებრივი ზრდის ტემპია – არსი

კომპანია „არსი” – ში აცხადებენ, რომ მიმდინარე წელს უძრავი ქონების ბაზარზე ფასების მნიშვნელოვანი ცვლილება მოსალოდნელი არაა.

როგორც კომპანიის გენერალურმა დირექტორმა BMG-ის განუცხადა, წელს სექტორი გარკვეულწილად ფასების ახალ ნიშნულს მოერგება და უკვე მომავალი წლიდან საცხოვრებელი ბინების დამატებით 10%-ით გაძვირებაა მოსალოდნელი.

ბესო ორთოიძის თქმით, გასულ პერიოდში უძრავ ქონებაზე ფასები მნიშვნელოვნად გაიზარდა, რაშიც დიდი წილი დასაქმებულებისთვის ხელფასების ზრდაზე მოდიოდა. თუმცა როგორც კომპანიაში აცხადებენ, ბოლო თვეების განმავლობაში მშენებლობის თვითღირებულებაზე მოქმედი ფაქტორები შედარებით დასტაბილურებულია.

„თუკი ერთი წლის ჭრილში შევხედავთ, მშენებლობის ღირებულება მზარდი იყო, რისი ძირითადი მიზეზი 2023 წელს სექტორში ხელფასების 25-30%-იანი ზრდა იყო. ამ ფაქტორმა, რა თქმა უნდა, თვითღირებულებასა და უძრავი ქონების გასაყიდ ფასებზე გავლენა იქონია. თუმცა 2023 წლის ბოლოდან ტენდენცია დასტაბილურდა და ბოლო თვეებში მშენებლობის ღირებულება მცირედითაა გაზრდილი, ძირითადად კურსის სწრაფი მერყეობითაა განპირობებული, რამაც სამშენებლო მასალები გააძვირა. თუმცა ეს გასაყიდ ფასზე გავლენას არ მოახდენს.

მიმდინარე წელი იმით გამოირჩევა, რომ უძრავ ქონებაზე ის ფასი გვაქვს შენარჩუნებული, რაც გასული წლის ბოლოს იყო. ბოლო ორ წელში სამშენებლო სექტორში ძალიან სწრაფად მოხდა ფასების ზრდა. მიმდინარე წელი გარდამავალი იქნება და ფასები მნიშვნელოვნად აღარ გაიზრდება. ბაზარს გარკვეულწილად ფასის ამ ახალ ნიშნულზე შეგუება დასჭირდება, რადგან სექტორში ფასის ახალი ნიშნული გვაქვს. უკვე მომავალი წლიდან, თუ სხვა ფაქტორებმა არ მოახდინეს გავლენა, ფასი იმ ტემპით დაიწყებს ზრდას, როგორც ეს ჩვენ პანდემიამდე გვქონდა, დაახლოებით წლიური 10%-მდე გაძვირება იქნება, რაც ჩვენი ბაზრისთვის უკვე ბუნებრივი ზრდის ტემპია“, – განაცხადა ბესო ორთოიძემ.

ცნობისთვის, 2024 წლის მაისში მშენებლობა წლიურად 8.4%-ით გაძვირდა. საქსტატის მიერ გამოქვეყნებული მშენებლობის ღირებულების მაისის თვის ინდექსის მიხედვით, ზრდა უმეტესწილად, გამოწვეული იყო მშენებლობის დარგში დაქირავებით დასაქმებულთა საშუალო თვიური ნომინალური ხელფასის 27.3%-იანი ზრდით და სამშენებლო მასალების 4.5%-იანი გაძვირებით.

 

bm.ge

მსგავსი სიახლეები

პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მართვის მოწმობის გამოცდებისთვის სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ

პირები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში…

გაცნობებთ, რომ მძღოლობის კანდიდატები, რომლებიც ერთიან ეროვნულ, საგრანტო ან საერთო სამაგისტრო გამოცდებში მონაწილეობენ, მომსახურების სააგენტოს მხრიდან სპეციალური შეღავათით ისარგებლებენ, – ამის…
შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის ინფორმაციას აქვეყნებს

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი სპეციალური საჭიროების მქონე გამოსაცდელებისთვის…

შეფასებისა და გამოცდების ეროვნულმა ცენტრმა გამოაქვეყნა იმ გამოსაცდელთა სია, რომლებისთვისაც 2026 წლის გამოცდების მიმდინარეობისას სპეციალური პირობები იქნება შექმნილი. შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის…
ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის თანამედროვე სისტემაზე გადადის

ინფრასტრუქტურის სამინისტრო – სახელმწიფო გზების შეკეთების მოდელიდან გზების მართვის…

საქართველოს მთავრობამ, ინფრასტრუქტურის სამინისტროს ინიციატივით, პარლამენტს წარუდგინა „საავტომობილო გზების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებები, რომლებიც საფუძველს ქმნის საერთაშორისო და შიდასახელმწიფოებრივი მნიშვნელობის გზების…