6 თვეში საქართველოს თურქეთიდან 624 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა – ვინ იყო ტურისტი?

6 თვეში საქართველოს თურქეთიდან 624 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა – ვინ იყო ტურისტი?

თურქეთი იმ ქვეყნების სამეულშია, საიდანაც საქართველოს ყველაზე მეტი საერთაშორისო ვიზიტორი სტუმრობს. ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის მონაცემებით, მიმდინარე წლის 6 თვეში საქართველოს თურქეთიდან 624 000-მდე ვიზიტორი ესტუმრა, მაგრამ დეტალური ინფორმაცია, მათი რა ნაწილი იყო ტურისტი, უცნობია.

TOP-10 ქვეყანა, რომლის მოქალაქეებიც 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოს სტუმრობდნენ

“თბილისში თურქი ტურისტი გინახავთ?! სად ხედავთ თურქ ტურისტებს საქართველოში?! – ტურიზმის ინდუსტრიის ნაწილი, ვინც საქართველოში ასიათასობით თურქი ტურისტების შემოსვლას სკეპტიკურად უყურებს, მსგავს რიტორიკულ კითხვებს ხშირად სვამს.

ვინ ითვლება ტურისტად?

ტურისტი არის ვიზიტორი, რომელმაც ღამე გაათენა საქართველოს ტერიტორიაზე – ასეთია ტურისტის საერთაშორისო განმარტება, რომლითაც ხელმძღვანელობს საქსტატიც და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციაც.

რამდენად არიან თურქი ვიზიტორები საქართველოსთვის ნამდვილი ტურისტები?

ეს კითხვა BMGTV-ის გადაცემა „წერტილის“ წამყვანმა აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ყოფილ უფროსს თემურ დიასამიძეს დაუსვა. ის ამბობს, რომ ტურიზმის სრულყოფილი სტატისტიკის წარმოება როგორც აჭარის ტურიზმის დეპარტამენტისთვის, ისე საქართველოს ტურიზმის ადმინისტრაციისთვის გამოწვევა იყო წინა ხელისუფლების დროსაც.

„თურქები სპეციფიკური ტურისტები არიან. აქ ბევრი ჩამოდის და არა მხოლოდ კაზინოებში სათამაშოდ, თუმცა თურქეთიდან ჯგუფები მოდიან ავტობუსებით, ბათუმს ათვალიერებენ და მიდიან… არ ვიცი, ისინი შედიან თუ არა სტატისტიკაში არ ვიცი.

რა თქმა უნდა, სტატისტიკის წარმოებისას, შეიძლება დავითვალოთ, რომ თურქეთიდან უამრავი ტურისტი გვყავდა, ვინც აქ ღამე გაათია, მაგრამ ისინი არ არიან ის ადამიანები, რომლებიც იგივე შემოსავალს ტოვებენ, რომელსაც დატოვებდა დასავლეთ ან აღმოსავლეთ ევროპელი ვიზიტორი, რომელიც რეალურად სამოგზაუროდ ჩამოდის საქართველოში და ბუნებრივია, ამ სეგმენტის დანახარჯიც უფრო მაღალია, ვიდრე მეზობელი ქვეყნებიდან ჩამოსულების.

თურქეთიდან გადმოსული ტურისტები ხშირად საქართველოშიც არ ყიდულობენ პროდუქტებს… ამიტომაც მათ მიმართ საქართველოს ტურიზმის სექტორის სკეპტიკური დამოკიდებულება გასაგებია, რადგან შეიძლება, თურქი ვიზიტორების რაოდენობა ტურიზმის სტატისტიკაზე დადებითად აისახება, მაგრამ სხვა საკითხია, რა შემოსავალს ტოვებენ საქართველოში“, – განაცხადა თემურ დიასამიძემ.

რუსეთი, თურქეთი, სომხეთი, ბელარუსი, ყაზახეთი, ისრაელი, გალფის ქვეყნები – ასე გამოიყურება, ძირითადად, აჭარაში ტურისტების გეოგრაფია, თემურ დიასამიძის დაკვირვებით.

„ბათუმი სავსეა პოსტსაბჭოთა ქვეყნებიდან ჩამოსული ტურისტებით, განსაკუთრებით რუსეთიდან, ბელარუსიდან, ყაზახეთიდან. გააქტიურდა ყირგიზეთის მიმართულებაც“, – აღნიშნა თემურ დიასამიძემ.
მისივე შეფასებით, ბათუმში, ევროკავშირის ქვეყნებიდან ტურისტების შემცირებაა და 6 თვეში, გერმანიიდან საქართველოში საერთაშორისო ვიზიტორების ზრდა, სავარაუდოდ, ძირითადად, აღმოსავლეთ საქართველოზე მოდის.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

“შეუძლებელია უდიდესი პატივისცემით არ გავიხსენოთ და პატივი არ მივაგოთ ბატონ რამაზ აბესაძის ხსოვნას” – თეა ლაზარაშვილის სიტყვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

“შეუძლებელია უდიდესი პატივისცემით არ გავიხსენოთ და პატივი არ მივაგოთ…

23 ოქტომბერს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე:„მსოფლიოსა და ეროვნული…
ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების…

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…
ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს…

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, უნგრეთის პრემიერ-მინისტრ პიტერ მადიარის მიწვევით, ბუდაპეშტში უნგრეთის რევოლუციის 70 წლის საიუბილეო ღონისძიებებს დაესწრო. ინფორმაციას ირაკლი კობახიძის პრესსამსახური…