მინერალური წყლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – სად ვყიდით წყალს?

მინერალური წყლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა – სად ვყიდით წყალს?

მინერალური და მტკნარი წლების ექსპორტი ისტორიულ მაქსიმუმზეა. ეს სასაქონლო ჯგუფი საქართველოსთვის ერთ-ერთი მთავარი ადგილობრივი წარმოების პროდუქტია, რომელიც წლების განმავლობაში უმსხვილეს საექსპორტო პროდუქტების ათეულში შედის. წლის პირველი ნახევრის მონაცემებით, მთლიან ექსპორტში მინერალური წყლები ექსპორტირებული საქონლის TOP-10-ეულში 2.8%-იანი წილით მეექვსე ადგილს იკავებს.

იანვარ-ივნისში საქართველომ მსოფლიოს სხვადასხვა ბაზრებზე ამ დასახელების საქონლის რეალიზებით 80 მილიონ 755 ათასი დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდის მაჩვენებელზე 23.4%-ით მეტია. ჯამში ექსპორტზე 127 354 ტონა მინერალური წყალი გავიდა, რაც ასევე აღემატება გასული წლის მოცულობებს (2023 წლის 6 თვე – 103 676 ტონა, $65.4 მლნ).

ქართული მინერალური წყლების მთავარ ბაზრად წლების განმავლობაში რუსეთი რჩება. იანვარ-ივნისშიც პროდუქტის ყველაზე დიდი მოცულობები რუსეთში გავყიდეთ. მინერალური წყლის ექსპორტი თითქმის ყველა მთავარ სარეალიზაციო ბაზარზე გაიზარდა.

უმსხვილესი საექსპორტო ქვეყნების TOP-10-ეული:

  1. რუსეთი – $40.7 მლნ, 74 845 ტონა;
  2. ყაზახეთი – $12.6 მლნ, 16 404 ტონა;
  3. უკრაინა – $9.4 მლნ, 12 436 ტონა;
  4. უზბეკეთი – $3.8 მლნ, 4 533 ტონა;
  5. ლიეტუვა – $3.3 მლნ, 4 779 ტონა;
  6. მოლდოვა – $1.4 მლნ, 1 364 ტონა;
  7. გერმანია – $1.4 მლნ, 1 147 ტონა;
  8. ბელარუსი – $1 მლნ, 2 233 ტონა;
  9. აშშ – $951 ათასი, 1 693 ტონა;
  10. ყირგიზეთი – $905 ათასი, 1 015 ტონა;

უნდა აღინიშნოს, რომ ქვეყანაში მინერალური და მტკნარი წყლების იმპორტი მინიმალურია. წლის პირველ ნახევარში საქართველოში მხოლოდ 110 ათასი დოლარის ღირებულების 143 ტონა პროდუქტი შემოვიდა. 2023 წლის ამავე პერიოდში კი 74 ათასი დოლარის, 171 ტონა. აქედან გამომდინარე შეგვიძლია ვთქვათ, რომ იმპორტი გაძვირდა.

მსგავსი სიახლეები

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

სოხუმის აეროპორტის ამოქმედება ზაფხულამდე იგეგმება – ე.წ. ელჩი

“სოხუმის ახალი აეროპორტის ამოქმედება 2025 წლის ტურისტული სეზონის დაწყებამდე იგეგმება”, – ამის შესახებ პროპაგანდისტულ გამოცემა Sputnik-თან, ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ელჩმა რუსეთში,…
აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

აფხაზეთში ე.წ. საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება

დროებით ოკუპირებულ აფხაზეთში ე.წ. რიგგარეშე საპრეზიდენტო არჩევნები 15 თებერვალს ჩატარდება. ინფორმაციას რუსული მედია ე.წ. ცესკო-ზე დაყრდნობით ავრცელებს. აღსანიშნავია, რომ ოკუპირებულ აფხაზეთში…
მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით, 1.8 მილიარდამდე მცირდება

მერიის 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტით, ხარჯები 241 მლნ-ით,…

თბილისის მერიამ საკრებულოს 2025 წლის ბიუჯეტის პირველადი პროექტი წარუდგინა, რომელიც საკრებულოში განხილვების შემდეგ დაკორექტირდება. ბიუჯეტის პირველადი პროექტით, თბილისის მერიის ხარჯები 1,781,853,300…