რუსეთის მთავრობა ბენზინის ექსპორტის აკრძალვას აგვისტოდან გააახლებს. რუსეთის ვიცე-პრემიერის განცხადებით, ენერგეტიკის სამინისტრომ ითხოვა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე გაგრძელდეს.
ცნობისთვის, ბენზინის ექსპორტის აკრძალვა რუსეთმა 2024 წლის 1-ელი მარტიდან დააწესა. 20 მაისიდან 31 ივლისის ჩათვლით გამონაკლისი მოქმედებს.
“1-ელი აგვისტოდან გამონაკლისის პერიოდი იწურება. ნავთობპროდუქტების ექსპორტის ავტომატური აკრძალვა მხოლოდ ბენზინს ეხება”, – განაცხადა ალექსანდრ ნოვაკმა მედიასთან.
როგორც რუსეთის ვიცე-პრემიერმა აღნიშნა, აკრძალვა სექტემბერ-ოქტომბრამდე იმოქმედებს.
“პირველ რიგში, მიწოდების – მოთხოვნის ბალანსიდან და შიდა ბაზრის უზრუნველსაყოფად ვმოქმედებთ. თუ დავინახავთ, რომ სექტემბერ-ოქტომბრის შემდეგ, ექსპორტის ბენზინის აკრძალვა საჭირო გახდება, ამ გადაწყვეტილებას მივიღებთ”, – აღნიშნა მან.
მედიის ინფორმაციით, რუსეთის გადამმუშავებელ ქარხნებზე უკრაინის თავდასხმების შემდეგ, ივნისში ნავთობის გადამუშავების მოცულობა 2 წლის დაბალ ნიშნულამდე დაეცა. ბენზინის გამომუშავება დეკემბრის ბოლოდან მაისის ბოლომდე 20%-ით, ხოლო დიზელის საწვავის – 11%-ით შემცირდა.
„ჩვენ გვაქვს მკაფიო ხედვა და ამბიციური გეგმა, რომლის თანახმადაც, 2032 წლამდე ქვეყნის სტრატეგიულ ინფრასტრუქტურაში დაახლოებით 7 მილიარდი აშშ დოლარის ინვესტიცია განხორციელდება“,…
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეამ (PACE) საქართველოსთან დაკავშირებით რეზოლუცია მიიღო. მას 83-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, 5 წინააღმდეგ წავიდა, ხოლო 4-მა თავი შეიკავა.…
სადისტრიბუციო სატრანსპორტო საშუალებებს ღამის საათებში ე.წ. ბასლაინში გადაადგილების უფლება მიეცემათ. აღნიშნული ცვლილება ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ კანონში შედის.…