ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება – ირაკლი კობახიძე

ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია, დამაკავშირებელი ფუნქცია, ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გადაცემა „ღამის კურიერში“ განაცხადა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ეს ქვეყანას მისცემს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას.

„ჩვენი ამოცანაა, რომ ჩვენ ქვეყანას აღვუდგინოთ ტრადიციული ფუნქცია. ეს არის დამაკავშირებელი ფუნქცია. ეს არის დაკავშირება დასავლეთსა და აღმოსავლეთს შორის, ევროპასა და აზიას შორის. ეს ქვეყანას მისცემს ეკონომიკური ზრდის დაჩქარების შესაძლებლობას, ჩვენი მთავარი ამოცანაა ეკონომიკური ზრდის დაჩქარება. მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ გვაქვს განვითარების ძალიან სწრაფი ტემპი, 9,7% იყო 2021, 2022, 2023 წლების საშუალო ეკონომიკური ზრდა. ევროპაში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი გვქონდა. ამის მიუხედავად, ჯერ კიდევ ჩვენი ეკონომიკა არის რა თქმა უნდა, სუსტი. თუ დასავლეთ ევროპის ქვეყნების ეკონომიკა ერთ სულ მოსახლეზე ზოგჯერ არის 30-40 ათასი დოლარი და შეიძლება, მეტიც იყოს, იგივე ირლანდიის შემთხვევაში, ჩვენ შემთხვევაში 8 000 დოლარს გადავცდით და 9 000 დოლარამდე ავდივართ წელს, ეკონომიკის კუთხით. იმისათვის, რომ ჩვენ ქვეყანა გავაძლიეროთ, გვჭირდება მაქსიმალურად სწრაფი ეკონომიკური ზრდა. სავალუტო ფონდის პროგნოზი არის ძალიან კარგი. 2029 წლისთვის, მაგალითად, ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა, იგივე საქართველოსა და საფრანგეთს შორის, ორმაგად შემცირდება, მაშინ, როცა, თუნდაც საბერძნეთთან ცხოვრების დონეებს შორის სხვაობა 90-იან წლებში იყო თოთხმეტმაგი. საბერძნეთთან სხვაობა მცირდება დაახლოებით 45%-მდე. თოთხმეტმაგიდან 45%-მდე“, – განაცხადა პრემიერმა.

მთავრობის მეთაურის თქმით, ქვეყანაში ცხოვრების დონე ყოველწლიურად უმჯობესდება.

„ზრდა გვაქვს ყოველწლიურ რეჟიმში, შესაბამისად, ცხოვრების დონის გაუმჯობესებაც გვაქვს ყოველწლიურ რეჟიმში. თქვენ რომ აიღოთ კონკრეტული ინდიკატორები, მაგალითად, რამდენი ბინა გაიყიდა საქართველოში 2012 წლიდან მოყოლებული, განსაკუთრებით 2020 წლის შემდეგ, 2021 წლიდან. ამ ბინების 80%-ზე მეტს ყიდულობენ საქართველოს მოქალაქეები, რომლებიც ცხოვრობენ საქართველოში. ავტომობილების რაოდენობა 2012 წელთან შედარებით არის სამჯერ და მეტად გაზრდილი. ეკონომიკა ვითარდება და სამჯერ მეტ ადამიანს ჰქონდა შესაძლებლობა, შეეძინა ავტომობილი. ავტომობილების ხარისხიც გაუმჯობესდა. რა თქმა უნდა, ეს არის ყოველწლიური პროცესი, მაგრამ ჩვენ გჭირდება, რომ ქვეყანა დაეწიოს ევროპულ სტანდარტებს“, – განაცხადა პრემიერმა.

მსგავსი სიახლეები

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

ლარი დოლართან და ევროსთან მიმართებით გამყარდა

24 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად ლარი დოლართან მიმართებით გამყარდა. ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული მონაცემების თანახმად, ერთი აშშ დოლარის ღირებულება 2.5922 ლარი გახდა.…
ანაკლიის პორტზე ტალღმჭრელის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინიგზაზე ტენდერი გამოცხადდა – თამარ იოსელიანი

ანაკლიის პორტზე ტალღმჭრელის მშენებლობა მიმდინარეობს, რკინიგზაზე ტენდერი გამოცხადდა –…

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილის, თამარ იოსელიანის განცხადებით, ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის პროექტი გეგმა-გრაფიკის მიხედვით მიმდინარეობს და მიზანი 2029 წლისთვის მისი…
გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისათვის ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო – ირაკლი კობახიძე

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების,…

გილოცავთ გიორგობის დღესასწაულს, ჩვენი ქვეყნის მფარველი წმინდანის დღეს, წმინდანისა, რომელიც არის ადამიანურ ცდუნებაზე ამაღლების, რწმენისთვის, ღმერთისთვის თავგანწირვის სიმბოლო. ღმერთმა და წმინდა…