2024 წლის ივნისში საქართველოს ეროვნულმა ბანკმა Bmatch პლატფორმის მეშვეობით 42 მილიონი დოლარი გაყიდა.
Bmatch სისტემის გარდა სებ-მა სავალუტო ბაზარზე ჩარევა აუქციონების გზითაც მოახდინა, რაც სავალუტო ბაზარზე ლარის გაცვლითი კურსის სწრაფი გაუფასურების შერბილებას ემსახურებოდა. გასულ თვეში სავალუტო აუქციონით $60 მილიონი გაიყიდა, შესაბამისად მთლიანობაში ეროვნულმა ბანკმა გასული თვის განმავლობაში 102 მილიონი დოლარი გაყიდა.
2024 წლის პირველ ნახევარში ეროვნულმა ბანკმა 286 მილიონი დოლარი შეიძინა და 220 მილიონი დოლარი გაყიდა.
საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით, საქართველო სავალუტო რეზერვების შესყიდვაზე უნდა ფოკუსირდეს, რადგანაც რეზერვების მოცულობა, რაც 4.6 მილიარდ დოლარს შეადგენს, ადეკვატურობის დონეს ჩამოსცდა.
“ეროვნული ბანკის მიერ რეზერვების შესყიდვის მნიშვნელოვანი პოლიტიკის მიუხედავად, საქართველოს სავალუტო რეზერვების დონე დაეცა IMF-ის ადეკვატურობის ზღვარს ქვემოთ,”- ნათქვამია IMF-ის მიმოხილვაში.
Galt & Taggart-ის კვირის მიმოხილვაში აღნიშნულია, რომ სებ-მა ივნისში 102 მლნ დოლარი ლარის რყევების შესამსუბუქებლად გაყიდა.
ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…