2024 წლის პირველ 5 თვეში მობილურმა ოპერატორებმა ₾340 მლნ მიიღეს – კომპანიების რეიტინგი

2024 წლის პირველ 5 თვეში მობილურმა ოპერატორებმა ₾340 მლნ მიიღეს – კომპანიების რეიტინგი

2024 წლის პირველი ხუთი თვის განმავლობაში საქართველოს მოსახლეობამ მობილურ კავშირგაბმულობაში 340 მილიონი ლარი გადაიხადა, რაც წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 32.3 მილიონი ლარით ანუ 11%-ით მეტია. ამის შესახებ კომუნიკაციების კომისიის ანალიტიკურ პორტალზე გამოქვეყნებული სტატისტიკიდან ხდება ცნობილი.

კომპანიების შემოსავლების ზრდა ქვეყანაში აბონენტების გაზრდილი რიცხვით და მობილური კავშირგაბმულობის მომსახურების საშუალო ფასების ზრდით არის განპირობებული. მაისის მდგომარეობით ქვეყანაში 5,521,312 აქტიური აბონენტია, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 135,000 აბონენტით მეტია.

უფრო კონკრეტულად კომპანიების აბონენტთა რაოდენობა და ფინანსური შედეგები 2024 წლის იანვარ-მაისში ასე ნაწილდება:

  • “მაგთი” – 2,292,430 აბონენტი, შემოსავალი 161,864,448 ლარი, წლიური ზრდა 6%;
  • “სილქნეტი” – 1,900,694 აბონენტი, შემოსავალი 119,357,119 ლარი, წლიური ზრდა 13%;
  • “სელფი” – 1,311,533 აბონენტი, შემოსავალი 57,724,006 ლარი, წლიური ზრდა 18%.

2024 წლის მაისის მდგომარეობით “მაგთის” აბონენტი თვეში 14.87 ლარს იხდის, “სილქნეტის” აბონენტის ყოველთვიური საშუალო ხარჯი 13.43 ლარია, “სელფის” აბონენტისგან მიღებული საშუალო თვიური შემოსავალია 9.77 ლარი. წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით “მაგთის” აბონენტის ხარჯები გაზრდილია საშუალოდ 52 თეთრით, “სილქნეტის” 85 თეთრით, ხოლო “სელფის” აბონენტის ხარჯები გაზრდილია 2.04 ლარით.

კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებული ანგარიშიდან ჩანს, რომ გაზრდილია მობილური ინტერნეტის მოხმარება. 2024 წლის მაისში მობილური ოპერატორების აბონენტებმა 55,826 ტერაბაიტი ინტერნეტი მოიხმარეს, რაც წლიურად 24%-ით არის გაზრდილი.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ გასულ თვეში კომუნიკაციების კომისიამ “მაგთი” მნიშვნელოვანი საბაზრო ძალის მქონე ოპერატორად გამოაცხადა, რის საფუძველზეც კომპანიისთვის ახალი რეგულაციები ამოქმედდება, მათ შორის MNVNO ანუ ვირტუალური ოპერატორის დაშვების ვალდებულებაც. კომუნიკაციების კომისიის შეფასებით, ამ გადაწყვეტილებით ბაზარზე კონკურენციის დონე უნდა გაუმჯობესდეს, თუმცა თავად “მაგთი” ამ გადაწყვეტილებას არ ეთანხმება და მისი სამართლებრივი გზით გაუქმებას შეეცდება.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი მთავარი ცენტრი – ამ ეკოსისტემის განუყოფელი ნაწილი გახდება ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტი – კობახიძე

ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით ქუთაისი ხდება საქართველოს ტექნოლოგიური განვითარების ერთ-ერთი…

ქუთაისი ყოველთვის იყო განათლების, მეცნიერებისა და კულტურის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი კერა ჩვენს ქვეყანაში.დღეიდან კი, ტექნოლოგიური ჰაბის გახსნით, ქუთაისი ასევე ხდება საქართველოს ტექნოლოგიური…
სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო

სემეკ-მა საქართველოს ელექტროსისტემაში მომხდარი მასშტაბური ავარიის გამომწვევი მიზეზების შესწავლა დაიწყო. ინფორმაციას ამის შესახებ ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელი კომისია ავრცელებს. კომისიის ცნობით, სემეკ-ის…
საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების გადაწყვეტილებას

საქართველოს საგარეო უწყება: ვიმედოვნებთ, ევროკავშირი გადახედავს ყულევის ქარხნის დასანქცირების…

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოხატავს წუხილს ევროკავშირის სანქციების 21-ე პაკეტში ყულევის ნავთობგადამამუშავებელი ქარხნის შეტანის შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, – ამის შესახებ…