კონგრესმენები ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას სთხოვენ

კონგრესმენები ბლინკენს ბიძინა ივანიშვილის სანქცირებას სთხოვენ

ამერიკელი კონგრესმენები სახელმწიფო მდივან ენტონი ბლინკენს მილიარდერ ბიძინა ივანიშვილის სანქცირებისკენ მოუწოდებენ, რისი მიზეზადაც ისინი საქართველოში დემოკრატიის უკუსვლას და რუსული კანონის მიღებას ასახელებენ.

გამოცემა The Hill-ის თანახმად, ბლინკენს წერილი ჰელსინკის კომისიის წევრებმა ჯო ვილსონმა, სტივ კოენმა, რიჩარდ ჰადსონმა და მარკ ვესიმ მისწერეს.

The Hill-ის თანახმად, წერილში ივანიშვილი მოხსენიებულია მთავარ მიზეზად, რომლის გამოც მმართველმა პარტიამ ევროინტეგრაციის კურსიდან გადაუხვია და რუსული სტილის კანონის მიღებით ქვეყანაში თავისუფლების შეზღუდვა განიზრახა.

სწორედ აღნიშნულის გათვალისწინებით, კონგრესი განიხილავს აქტ “მეგობარს”, თუმცა იქამდე სანამ აღნიშნული აქტი დამტკიცდება, კონგრესმენები აშშ-ის ადმინისტრაციას მოუწოდებენ, გადაიდგას ქმედითი ნაბიჯები, რომლებიც ბიძინა ივანიშვილს როგორც საქართველოში მიმდინარე პროცესზე პასუხისმგებელს, პერსონალურ სანქციებს დაუწესებს.

2024 წლის მაისში აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტმა განაცხადა, რომ საქართველოსთან ორმხრივი ურთიერთობების გადახედვას იწყებენ, რასაც აშშ-ის მხრიდან ქართველი მაღალჩინოსნების და მათ შორის რუსული კანონის მიღებაზე პასუხისმგებელი დეპუტატებისა და მათი ოჯახის წევრების მიმართ სავიზო შეზღუდვების დაწესება მოჰყვა.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც The Hill-ის თანახმად, კონგრესმენების წერილში არის საუბარი, არის ე.წ. ქოლცენტრების საქმიანობის პატრონაჟით მიღებული შავი ფული, რომელიც სახელისუფლებო წრეებში ტრიალებს და “ქართული ოცნების” სისტემის მიერ მისი საქმიანობების დასაფინანსებლად გამოიყენება.

“ჩვენ გვჯერა, რომ სახელმწიფო დეპარტამენტის ვალდებულებაა, რომ აშშ სხვა მეგობარი სახელმწიფოების საგამოძიებო ორგანოებთან ერთად ჩაერთოს, რათა მიღებული იყოს სწრაფი, მკვეთრი და სისტემური ქმედებები ამ ქოლ-ცენტრების ქსელების წინააღმდეგ,”- წერენ კანონმდებლები.

bm.ge

მსგავსი სიახლეები

ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან შეხვედრა გამართა

ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის მმართველ რენატ ბექტუროვთან…

საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, ნათია თურნავამ ასტანის საერთაშორისო ფინანსური ცენტრის (AIFC) მმართველთან, რენატ ბექტუროვთან და ასტანის საფინანსო მომსახურების ორგანოს (AFSA) დელეგაციასთან…
“შეუძლებელია უდიდესი პატივისცემით არ გავიხსენოთ და პატივი არ მივაგოთ ბატონ რამაზ აბესაძის ხსოვნას” – თეა ლაზარაშვილის სიტყვა საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციაზე

“შეუძლებელია უდიდესი პატივისცემით არ გავიხსენოთ და პატივი არ მივაგოთ…

23 ოქტომბერს პაატა გუგუშვილის სახელობის ეკონომიკის ინსტიტუტის ორგანიზებით ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია გაიმართა თემაზე:„მსოფლიოსა და ეროვნული…
ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა გაიმართა

ბათუმში საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების…

ბათუმში, ვიცე-პრემიერის, საგარეო საქმეთა მინისტრის მაკა ბოჭორიშვილის ინიციატივით, გაიმართა საქართველოსა და ცენტრალური აზიის ქვეყნების საგარეო საქმეთა მინისტრების პირველი ერთობლივი შეხვედრა. ინფორმაციას…