2024 წლის ივლისში საქართველოში 1.8%-იანი წლიური ინფლაცია დაფიქსირდა. საქსტატის ანგარიშის თანახმად, ინფლაციაზე ყველაზე დიდი გავლენა არა სურსათის, არამედ ტრანსპორტის ჯგუფში ფასების ზრდამ იქონია. კერძოდ, კი ტრანსპორტის ჯგუფში საწვავის 30%-იანი გაძვირების გამო, ფასები საშუალოდ 9.4%-ით არის გაზრდილი. სურსათის ჯგუფში წინა წელთან შედარებით ფასები 1.4%-ით არის გაზრდილი. უფრო დეტალურად ჯგუფების მიხედვით ინფლაცია ასე ნაწილდება:
სურსათი და უალკოჰოლო სასმელები: ჯგუფში ფასები გაიზარდა 1.4 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.48 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა შემდეგ ქვეჯგუფებზე: ხილი და ყურძენი (22.5 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (5.7 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (4.9 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (3.5 პროცენტი), ბოსტნეული და ბაღჩეული (2.7 პროცენტი), ხორცი და ხორცის პროდუქტები (0.9 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირდა ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (-3.8 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (-2.5 პროცენტი);
ტრანსპორტის ჯგუფში ფასები გაიზარდა 9.4 პროცენტით, რაც 1.12 პროცენტული პუნქტით აისახა მთლიან ინდექსზე. ფასები მომატებულია პირადი სატრანსპორტო საშუალებების ექსპლუატაციაზე (12.3 პროცენტი), სატრანსპორტო მომსახურებაზე (5.6 პროცენტი) და სატრანსპორტო საშუალებების შეძენაზე (3.3 პროცენტი);
ალკოჰოლური სასმელები, თამბაქო: ჯგუფში ფასები გაიზარდა 4.3 პროცენტით, რაც წლიურ ინფლაციაზე 0.29 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები გაიზარდა როგორც ალკოჰოლურ სასმელებზე (5.7 პროცენტი), ისე თამბაქოს ნაწარმზე (2.6 პროცენტი);
საცხოვრებელი, წყალი, ელ.ენერგია, აირი: ჯგუფში ფასები შემცირებულია 2.8 პროცენტით, რაც წლიურ ინდექსზე -0.22 პროცენტული პუნქტით აისახა. ფასები შემცირებულია ელექტროენერგიის, აირის და სათბობის სხვა სახეების ქვეჯგუფზე (-5.3 პროცენტი).
ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი თურქეთის რესპუბლიკის ახლად დანიშნულ საგანგებო და სრულუფლებიან ელჩს საქართველოში, მუსტაფა თურქერ არის შეხვდა. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით,…
იუსტიციის მინისტრმა პაატა სალიამ, მოადგილე ლანა მორგოშიასთან და იუსტიციის სახლის თავმჯდომარე ვახტანგ ჟვანიასთან ერთად, მცხეთის მშენებარე იუსტიციის სახლი დაათვალიერა და ადგილზე…
საქართველოს საპენსიო ფონდი მაისის შედეგებს აქვეყნებს, რომლის მიხედვითაც ფონდის ზომამ გასულ თვეში 9.4 მილიარდ ლარს გადააჭარბა. სისტემაში სულ 1,553,262 ადამიანის დანაზოგები არის…