კომუნიკაციების კომისია მობილური ინტერნეტის სიჩქარის ტესტირების შედეგებს აქვეყნებს – ტესტირება თბილისსა და რეგიონებში ჩატარდა და ის სამივე ოპერატორის ქსელს მოიცავდა. არსებული მდგომარეობით, ერთადერთი ოპერატორი, რომელიც აბონენტებს 5G ქსელს აწვდის არის “სელფი”, ხოლო “მაგთის” და “სილქნეტის” აბონენტები 4G ტექნოლოგიით აწვდიან აბონენტებს მომსახურებას.
კომუნიკაციების კომისიამ 5G ქსელის წარმადობის შესამოწმებლად მობილური ინტერნეტის სიჩქარის მონიტორინგი ივლისში პირველად ჩაატარა. მონიტორინგი თბილისში, ზუგდიდსა და ბაკურიანში კომპანია „როდე-შვარცის“ Smartbenchmarker-ის პროგრამის აპარატურითა და 5G მხარდაჭერის მქონე მობილური ტელეფონების გამოყენებით განხორციელდა და საქართველოში მოქმედი სამივე ოპერატორის, „მაგთიკომის“, „სილქნეტისა“ და „სელფი მობაილის“ ქსელებში როგორც 4G/LTE, ისე 5G-ის მობილური ინტერნეტის სიჩქარე შემოწმდა.
“მონიტორინგის შედეგებმა აჩვენა, რომ ზუგდიდში კომპანია „სელფი მობაილს“ 5G ინტერნეტით გადმოწერის საშუალო სიჩქარე 129 მბ/წმ-ია, 4G/LTE ტექნოლოგიაზე იგივე მაჩვენებელი „სილქნეტის“ ქსელში 81 მბ/წმ, ხოლო „მაგთიკომის“ – 59 მბ/წმ-ია. ბაკურიანში აღნიშნული მაჩვენებელი „სელფი მობაილს“ 98 მბ/წმ, „სილქნეტს“ – 50 მბ/წმ, ხოლო „მაგთიკომს“ 47 მბ/წმ აქვს. რაც შეეხება თბილისს, აქ „სელფი მობაილის“ ინტერნეტის გადმოწერის სიჩქარე „სილქნეტის“ მაჩვენებლის ანალოგიურია და 47 მბ/წმ-ს შეადგენს, რაც იმით არის განპირობებული, რომ 5G ტექნოლოგია „სელფი მობაილს“ თბილისის ქსელში ჯერ სრულად არ დაუნერგავს. თბილისში „მაგთიკომის“ ინტერნეტით გადმოწერის საშუალო სიჩქარე 33 მბ/წმ-ია,”- ნათქვამია კომუნიკაციების კომისიის მიერ გამოქვეყნებულ ინფორმაციაში.
5G ქსელით სარგებლობისთვის თავად მომხმარებლის მობილურს უნდა ჰქონდეს 5G მხარდაჭერა, BMG-იმ კომუნიკაციების კომისიას მიმართა კითხვით, არსებული მდგომარეობით აბონენტების რა წილს შეუძლია 5G ქსელით სარგებლობა.
გაერო-ს გენერალურმა მდივანი ანტონიუ გუტერეში მიიჩნევს, რომ აღმოსავლეთში სიტუაცია შესაძლოა კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, ამიტომ მხარეები დიპლომატიას უნდა დაუბრუნდნენ. მან ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე…
ცნობილია, რომელ ფაკულტეტზე რომელი საგნების ჩაბარება მოუწევთ წელს აბიტურიენტებს ქართული და უცხო ენის გარდა. შესაბამის ბრძანებას ხელი განათლების მინისტრმა გივი მიქანაძემ…
საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, თბილისის მიმართულებით დაინიშნა დამატებითი სპეციალური რეისი ახლო აღმოსავლეთის რეგიონში მყოფი საქართველოს მოქალაქეების სამშობლოში დასაბრუნებლად. ინფორმაციას ამის შესახებ საქართველოს…