საქართველოდან ნავთობის ექსპორტმა რეკორდულ $43 მილიონს მიაღწია – სად გადის საქართველოდან ნავთობი ექსპორტზე

საქართველოდან ნავთობის ექსპორტმა რეკორდულ $43 მილიონს მიაღწია – სად გადის საქართველოდან ნავთობი ექსპორტზე

2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან უცხოეთში რეკორდული მოცულობის $43 მილიონი დოლარის ნავთობისა და ნავთობპროდუქტების ექსპორტი განხორციელდა. იქიდან გამომდინარე, რომ საქართველო ამ მოცულობის ნავთობს არ მოიპოვებს/არ აწარმოებს, ექსპორტზე გასული ნავთობის უდიდესი ნაწილი რეექსპორტს წარმოადგენდა. სტატისტიკის თანახმად, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით ნავთობის ექსპორტის მოცულობა 92%-ით არის გაზრდილი. ქვეყანა სადაც 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყველაზე მეტი ნავთობი გავიდა ექსპორტზე ნიდერლანდებია, სადაც ექსპორტმა $12.1 მილიონი დოლარი (24.9 ათასი ტონა) შეადგინა. შედარებისთვის, 2023 წლის ანალოგიურ პერიოდში ნიდერლანდებში ნავთობპროდუქტების ექსპორტი საერთოდ არ ფიქსირდებოდა და $0-ს შეადგენდა. მეორე ადგილს აზერბაიჯანი იკავებს 10 მილიონი დოლარის ექსპორტით, წინა წელთან შედარებით აზერბაიჯანში ნავთობის ექსპორტი 31%-ით არის გაზრდილი.

ქვეყნები, სადაც 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველოდან ყველაზე მეტი მოცულობის ნავთობის ექსპორტი განხორციელდა:

1) ნიდერლანდები – $12.1 მილიონი დოლარი;
2) აზერბაიჯანი – $10 მილიონი დოლარი;
3) სომხეთი – $6.6 მილიონი დოლარი;
4) საბერძნეთი – $4.6 მილიონი დოლარი;
5) შვეიცარია – $2.9 მილიონი დოლარი;
6) უკრაინა – $1.9 მილიონი დოლარი;
7) არაბთა გაერთიანებული საამიროები – $1.5 მილიონი დოლარი;
8) თურქეთი – $1.4 მილიონი დოლარი;
9) უზბეკეთი – $0.4 მილიონი დოლარი;
10) ლიეტუვა (ლიტვა) – $0.2 მილიონი დოლარი.

რაც შეეხება ნავთობის იმპორტს, 2024 წლის პირველ ნახევარში საქართველომ $632 მილიონი დოლარის ღირებულების 742 ათასი ტონა ნავთობი შეიძინა, აქედან $263 მილიონის საწვავი რუსეთიდან, $84 მილიონის ბულგარეთიდან, $63 მილიონის საწვავის შესყიდვა მოხდა.

მსგავსი სიახლეები

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი

აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის ინფორმაციით, აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ…

აშშ-მა, ისრაელმა და ლიბანმა სამმხრივ ჩარჩო შეთანხმებას მოაწერეს ხელი. ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტი ავრცელებს. “დღეს, ისრაელისა და ლიბანის მთავრობებმა მამაცი…
2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა – საქსტატი

2025 წელს წყალმომარაგების სისტემით მოსარგებლეთა რაოდენობა 2.9 პროცენტით გაიზარდა…

სტატისტიკის ეროვნული სამსახურის გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 2025 წელს საქართველოში წყალმომარაგებით საქმიანობას ახორციელებდა 28 საწარმო, რომელთა მიერ შინამეურნეობებისთვის მიწოდებული წყლის მოცულობამ 258.6…
რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

რკინიგზის გამტარუნარიანობა 30 მილიონ ტონამდე გაიზრდება – ირაკლი კობახიძე

მნიშვნელოვანი ცვლილებები გატარდა „საქართველოს რკინიგზაში“, მხოლოდ რკინიგზაში შტატების ოპტიმიზაციის შედეგად წლიურ ჭრილში იზოგება 24 მილიონი ლარი, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა,…